ანფისა ჩეხოვა და გურამ ბაბლიშვილი 8-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გაიყარნენ რუსული მედია აქტიურად განიხილავს ცნობილი წყვილის დაშორების ამბავს. რუსი სექსსიმბოლო ანფისა ჩეხოვა და მისი მეუღლე, ქართველი მსახიობი გურამ ბაბლიშვილი, 8-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გაიყარნენ.
გარედან მათი სიყვარული იდეალურს ჰგავდა - წყვილი პატარა ვაჟს ზრდიდა, მედიასთან გულახდილად ლაპარაკობდა მათი ვნებიანი სიყვარულის და მყარი ოჯახის შესახებ, მოგზაურობდა საქართველოში გურამ ბაბლიაშვილის ახლობლების მოსანახულებლად, თუმცა როგორც ჩანს, ყველაფერი იდეალურად არ იყო...
ასევე იხილეთ ანფისა ჩეხოვასა და გურამ ბაბლიშვილის თანამედროვე მდიდრული ბინა
გადაცემაში "მილიონიანი საიდუმლო", ჩეხოვამ გაშორების მიზეზებზე ისაუბრა. მან ისიც გაიხსენა, რომ გურამთან ურთიერთობის ინიციატორი თავად იყო - მიზნად დაისახა და მიაღწია სიმპატიურ ქართველთან ურთიერთობას. "თუმცა, დიდად არც ერთს არ გვსურდა დაქორწინება. იმდენად არ ვჩქარობდით დაქორწინებას, რომ გურამმა ხელი უკვე ორსულს მთხოვა", - ამბობს ჩეხოვა. ქორწილი საბოლოოდ მაინც შედგა - წყვილმა სეიშელის კუნძულებზე იქორწინა, როცა მათი შვილი სოლომონი უკვე 3 წლის იყო. განაგრძეთ კითხვა