"კრიმხილდას" რეალური ცხოვრება მსახიობი - ნანა კუხალეიშვილი ფართო საზოგადოებამ სერიალიდან - "ჩემი ცოლის დაქალები" კრიმხილდას როლით გაიცნო. ქალბატონი ნანა პროფესიით მსახიობი გახლავთ, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, შემოქმედებით ცხოვრებაში 20-წლიანი პაუზა ჰქონდა...
"ჩემს ცხოვრებაში იყო პერიოდები, როცა პროფესიით მუშაობას ვერ გავაგრძელებდი. 15 წელი რომ გავიდა, ჩემი ბავშვები ცოტათი წამოიზარდნენ და შესაბამისად, მეც მომინდა, რაღაც გამეკეთებინა. მარკეტის გახსნაც დავაპირე, მაგრამ რაც შენი საქმე არ არის, იმას ხელი არ უნდა მოჰკიდო. ურთიერთობები კარგად მქონდა აწყობილი, მაგრამ საქმეში ვერ გავამართლე..."
- უკვე 10 თვე გავიდა, რაც ჩემი ქმარი უკრაინაშია...
- მისგან შორს ყოფნას როგორ უძლებთ?
- ძალიან გვიჭირს, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. მძიმე სიტუაციის გამო ასეთი დრო დაგვიდგა - უნდა წასულიყო..."
მსახიობის გულახდილ ინტერვიუს დიდ სიყვარულზე, ცხოვრებისეულ სირთულეებსა და გადატანილ ტკივილზე ჟურნალ "გზის" 16 ნოემბრის ნომერში წაიკითხავთ.
ეთო ყორღანაშვილი