"8 წელი ვმკურნალობდი ზედიზედ. 5 წელია არც მივსულვარ ექიმთან"
ფეისბუქში შექმნილმა „ საჩუქრების ჯგუფმა“ არაერთ საინტერესო ისტორიას მოუყარა თავი. ამ მხრივ ქალბატონ სალომეს ამბავი, შეიძლება ითქვას, რომ ნამდვილად გამორჩეულია. სალომე მრავალი წელი ამაოდ ელოდა შვილს. ერთხელაც გადაწყვიტა, გაეჩუქებინა ბავშვისთვის წინასწარ ნაყიდი ნივთები და ამის შესახებ სოციალურ
ქსელშიც დაპოსტა...
..
სალომე ფაცაცია - ეს პოსტი დავწერე 3 ივნისს, ხოლო სამ თვეში ვიგებ რომ 12 წლიანი ლოდინის შემდეგ პატარას ველოდები. რაც კი მქონდა პატარა ბავშვის ტანსაცმლები ,მაშინ ყველაფერი გავაჩუქე, სამაგიეროდ ყველაზე დიდ უფლის საჩუქარს ველოდები.
თუ როგორ შეიტყო წმინდა გაბრიელის საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელმა სალომე ფაცაციამ მისთვის ყველაზე სასიხარულო ამბავი, mshoblebi.ge მას პირადად გაესაუბრა.
- როგორც აღნიშნეთ, 12 წელი ელოდით შვილს. ბუნებრივია, არაერთხელ მიმართავდით ექიმს…
- 8 წელი ვმკურნალობდი ზედიზედ. 5 წელია არც მივსულვარ ექიმთან.
- როგორ შეიტყვეთ ორსულობის შესახებ?
- შემთხვევით. ერთ სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილს, რომელიც ცერემბრალური დამბლითაა ავად, სიურპრიზი გავუკეთეთ, დადაბადების დღე გადავუხადეთ დარჩელში. მანქანით ჩქარა მივდიოდით და უცებ ავად გავხდი. ჩავთვალე, რომ გზამ გამხადა ავად. როცა ექიმს გავესინჯე ორსულად აღმოვჩნდი. არც ველოდი, რადგან დიეტაზე ვიყავი მეთქი უჭმელი ვარ და ცუდად ამიტომ გავხდითქო, მაგრამ დაქალის დაჟინებული თხოვნით წავედი ექიმთან.
- პატარას როდის ელოდებით?
ივნისში ველოდებით. სქესი ჯერ არ ვიცით.
- მეუღლეს როგორ ახარეთ ეს ამბავი ?
- მეუღლე ბერლინში იყო და ვაიბერში მივწერე. ისე გაუხარდა, რომ ვერ გაჩერდა იქ და 3 დღეში ჩამოვიდა.
წაიკითხეთ, ამ ამბის გაგრძელება რამდენიმე თვის შემდეგ
რუსკა კილასონია