უკვე არაერთმა მშობელმა მიიღო მათი დახმარენა... ამ ოჯახმა ბავშვის დაკარგვით გამოწვეული ტრაგედია გადაიტანა. ახლა წყვილი ყველაფერს აკეთებს, რათა დაეხმაროს მშობლებს, რომლებმაც იგივე განიცადეს.
რენდისა და რებეკას გოგონა ჰაუსკინი დაიღუპა განვითარების 32-ე კვირაზე. დედამ იგრძნო, რომ ნაყოფმა შეწყვიტა მოძრაობა და მაშინვე წავიდა საავადმყოფოში, სადაც უთხრეს, რომ პატარას გული აღარ ფეთქავდა. "წარმოდგენაც არ გვქონდა, რას ნიშნავდა მკვდრად მშობიარობა", - იხსენებს რებეკა.
ქალს გაუკეთეს სტიმულაცია, რათა დაწყებულიყო მშობიარობა. 14 მტანჯველი საათის შემდეგ ყველაფერი დამთავრდა. "ასეთ სიტუაციაში ადამიანს უწევს რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების ერთდროულად მიღება - საუბარია არა მხოლოდ დაკრძალვის ორგანიზებაზე", - ამბობს რენდი.
"32 კვირაზე უკვე ყველაფერი განვითარებული ჰქონდა, უბრალოდ ცოტას იწონიდა. ჩვენს ოჯახს მსგავსი მწუხარება არ გადაუტანია", - იხსენებს რენდი.
მალე წყვილი დაბრუნდა სახლში, მაგრამ ამით არ დამთავრებულა მათი კოშმარი.
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
6 კვირის შემდეგ, საავადმყოფოდან 1000$-ის ანგარიში მოუვიდათ. ოჯახს უფლება მისცეს, ეს თანხა 1 წლის მანძილზე გადაეხადა. ეს ყოველთვიური გადასახადი გამუდმებით ახსენებდათ გადატანილ ტრაგედიას.
ასეთი განსაცდელის შემდეგ ცოლ-ქმარმა გადაწყვიტა შეექმნა საქველმოქმედო ფონდი Hayden’s Helping Hands, რომელსაც გარდაცვლილი შვილის პატივსაცემად დაარქვეს. დღევანდელ დღეს ორგანიზაციამ უკვე 43 ოჯახს (რომლებსაც მკვდარი შვილები გაუჩნდათ) დაუფარა საავადმყოფოს ხარჯები.
"ჩვენ არ შეგვიძლია დავუბრუნოთ სიცოცხლე ბავშვებს, მაგრამ შეგვიძლია თანაგდომა აღმოვუჩინოთ განსაცდელში მყოფ მშობლებს", - ამბობს რებეკა.
მისი სიტყვებით, ის ოცნებობს, რომ მისმა ფონდმა სახელმწიფო სტატუსი მიიღოს და მთელი ქვეყნის მასშტაბით დაეხმაროს ოჯახებს. ყოველწლიურ ღონისძიებებზე ხდება ჩამოთვლა იმ ბავშვების სახელების, რომლებმაც ვერ შეძლეს დაბადება.
ფონდის დაარსებით მშობლებმა შეძლეს თავიანთი შვილის სახელის უკვდავყოფა. მართალია, ამის შემდეგ მათ კიდევ ერთი გოგონა - ჯოზი გაუჩნდათ, მაგრამ პატარა ჰეიდენი ყოველთვის იცოცხლებს მათ გულში. "ჩვენ სამი გოგონა გვყავს", - ამბობს რენდი.