მოულოდნელად სამი იდენტური ტყუპის სურათი ამოუბეჭდეს... იგი 34 წლის იყო, როდესაც მეუღლესთან ერთად გადაწყვიტა, კიდევ ერთი - "ბოლო" ბავშვი გაეჩინა. ოჯახში უკვე 6-დან 16 წლამდე ბავშვები ჰყავდათ. მალე ყველას სიურპრიზი ელოდა...
ფეხმძიმობა ბუნებრივი გზით დადგა - ყოველგვარი სამედიცინო ჩარევის დარეშე. წყვილის გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ექოსკოპისტმა სამი იდენტური ტყუპის სურათი ამოუბეჭდა.
ხელოვნური განაყოფიერების გარეშე იშვიათია სამი ტყუპის ჩასახვა. ექიმები ამ შემთხვევას აფასებენ, როგორც 160 000 შემთხვევიდან ერთს.
ამ შოტლანდიურ ოჯახში უკვე იზრდებიან 16, 15, 13 და 6 წლის მოზარდები. მერის სიტყვებით, როდესაც ბავშვებმა ტყუპი ძმის შესახებ გაიგეს, ძალიან გაუხარდათ. მაგრამ დედისთვის ძალიან რთული პერიოდი იყო.
"უბრალოდ მინდოდა კიდევ ერთი ბავშვი. არანაირად არ ვიყავი მზად სამი ბავშვისთვის ერთდროულად. ეს მშობიარობა იყო ყველაზე არაჩვეულებრივი მშობიარობა ჩემს ცხოვრებაში. ხშირი ხომ არ არის ერთდროულად სამი ბავშვის დაბადება", - ჰყვება მერი.
მერის სიმაღლისა და აგებულების გამო ექიმები შიშობდნენ, რომ ის ვერ შეძლებდა ორსულობის ბოლომდე მიყვანას. ამიტომ საკეისრო კვეთა დანიშნეს 10 დღით ადრე.
"ყოველ ჯერზე, როდესაც ამოჰყავდათ ბავშვი, თავს უკეთესად ვგრძნობდი. სამივემ მაშინვე დაიწყო ტირილი, რითიც მივხვდი, რომ ყველაფერი რიგზე ჰქონდათ", - იხსენებს მერი.
ახალშობილების წონა შეადგენდა 450-დან 1300 გრამამდე. ისინი მაშინვე გადაიყვანეს ინტენსიური თერაპიის (დღენაკლულთა) განყოფილებაში. მათ უკვე ორი კვირა გაატარეს იქ. მერი ოცნებობს მათ სახლში მიყვანას საახალწლოდ. ექიმები ამბობენ, რომ გაწერა მოხდება თანდათან. იმის მიხედვით, თუ როგორ მოიმატებენ წონაში ტყუპები.