"დღეს 7 წლის ლიზი გაკვეთილზე ვერ მივიდა... ვერც 16 წლის მარიკა მივიდა სკოლაში..." სასწრაფო დახმარების ექიმი ფიქრია შიომღვდლიშვილი ერთ-ერთი იყო, ვისაც მორიგი გამოძახებისას თემქაზე მომხდარი ავარიის შედეგად 7 წლის გოგონა ფაქტიურად, ხელში ჩააკვდა. ექიმი ყველას სთხოვს, გააზიაროს პოსტი, რათა ყველამ იგრძნოს, რამხელა უბედურება მოაქვს სიჩქარის გადაჭარბებას.
"დღეს 7 წლის ლიზი გაკვეთილზე ვერ მივიდა ....
ვერც 16 წლის მარიკა მივიდა სკოლაში...
იმიტომ, რომ მანქანის მორიგ არასწორ მანევრირებას, გადაჭარბებულ სიჩქარეს და უყურადღებობას თავისი საზღაური აქვს, სიცოცხლით გადასახდელი საზღაური...
არ მიყვარს მძიმე თემებზე წერა, მაგრამ ახლა დავწერ!!! თქვენ გამო, ჩემ გამო, ყველა მშობლის, მძღოლის და მოქალაქის გამო დავწერ, ვინც ამ პოსტს წაიკითხავს....
ჩემი 1000 ფეისბუქმეგობრიდან ერთი მძღოლი მაინც თუ წარმოიდგენს, რას ნიშნავს ექიმისთვის, ხელებში 7 წლის გოგონა რომ გაკვდება! როცა ხვდები, როგორი უმწეო ხარ ამ პატარა გოგოს დამტვრეული სახის წინაშე, მთელი გზა ყვირი "ჩქარა", არადა ისედაც არანორმალური მანევრებით ცდილობს მძღოლი დილის საცობებიდან თავის დაღწევას...
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
კლინიკის ყველა ექიმს შენსავით ეწვება თვალები ცრემლებისგან და ყველა ერთად ცდილობთ პატარა, აზელილი სხეულიდან სიცოცხლე არ გაგეპაროთ...
მერე შენვე გთხოვენ იმ ბავშვის გამწარებული დედის მიხედვას, რომლის შვილის უკანასკნელი ამოსუნთქვები, მის კაბაზე დახატული ყვავილებივით აგროვე და ითვალე...
იცით თქვენ მიერ საჭის ერთ არასწორ მოძრაობას დედამიწაზე სიკვდილი რომ მოაქვს??
ერთ-ერთ ასეთ სიკვდილს დღეს ჩემთვის ლიზი ერქვა.
ულამაზესი, სიფრიფანა, მყვავილებიან-კაბიანი ლიზი..." - წერს ფიქრია შიომღვდლიშვილი.
შეგახსენებთ, თემქაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 არასრულწლოვანი გარდაიცვალა. 7 წლის გოგონა კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. 16 წლის გოგონა კი უმძიმეს მდგომარეობაში შეიყვანეს საოპერაციოში, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
წაიკითხეთ ასევე: