შემჩნეული გექნებათ, რომ თითქმის ყველა ცენტრს გართობის სტანდარტული პროგრამა აქვს თუ შვილის გახარება და მისთვის დღესასწაულის მოწყობა გსურთ, პირველ რიგში გასართობი ცენტრი დაგჭირდებათ. მისი პოვნა რთული ნამდვილად არ არის, რადგან ამ დაწესებულებებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით. სამაგიეროდ, დღეს უკვე ყველამ იცის, რომ ძნელია, ნებისმიერ კუთხე-კუნჭულში გახსნილ ცენტრს ბავშვები ანდო.
რა თქმა უნდა, შეიძლება გაიკითხო და გაარკვიო, რომელი ცენტრი ჯობია, მაგრამ სასურველია თავადაც გქონდეს ინფორმაცია, რა არის ამა თუ იმ გასართობი ცენტრის უპირატესობები.
ჩვენ ამჯერად „ბიბლუსი ქიდსზე“ მოგაწვდით ინფორმაციას, კომენტარებში კი შეგიძლიათ დააფიქსიროთ, თქვენ რა მოთხოვნები გაქვთ, როცა გასართობ ცენტრს ირჩევთ.
შემჩნეული გექნებათ, რომ თითქმის ყველა ცენტრს გართობის სტანდარტული პროგრამა აქვს. ბიბლუსი ქიდსში კი პროგრამები მხოლოდ გასართობი არ არის, აქ ბავშვი ბევრ რამეს სწავლობს და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის შანსიც აქვს.
ცენტრის,,პოპინსები“ შემოქმედებითი ადამიანები არიან, ისინი ბავშვებთან ერთად ხატავენ, ძერწავენ, თოჯინებს კერავენ, ამზადებენ ორიგამებს და ამზადებენ საბავშვო კრაფტისგან სხვადასხვა საინტერესო ნივთებს. მსგავსი აქტივობები მაქსიმალურად ხელს უწყობენ პატარის ფანტაზიის განვითარებას. ირგვლივ იმდენი ასაწყობ-გამოსაჭრელი სათამაშოა, რომ ყველაზე პრეტენზიული ბავშვიც კი გატაცებით ერთვება პროცესში.
„პოპინსები“ საგანგებოდ არიან მომზადებულნი და დატრენინგებულნი, რათა ბავშვის განვითარებასა და უსაფრთხოებაზე იზრუნონ. სწორედ ბავშვისადმი დამოკიდებულება ხდება იმის მიზეზი, რომ ცენტრში ცოტა ხნით მოხვედრილი ძალიან ბევრი მშობელი აქ დაბადების დღის გადახდასაც გეგმავს.
რაც მთავარია, ბავშვებს აქვთ არჩევანის თავისუფლება და არ არიან შეზღუდულნი მითითებებითა და თამაშის წესებით - ბავშვი თამაშობს იქ, სადაც უნდა და თამაშობს იმით, რაც უნდა. კიდსი ხომ ბიბლუსი გალერეაში მდებარეობს, რომელიც სავსეა საბავშვო წიგნებით, კრაფტის ნიმუშებით, ულამაზესი საკანცელარიო ნივთებით და სათამაშოებით. სწორედ ეს ხდის ამ გარემოს გამორჩეულსა და მიმზიდველს ბავშვებისთვის.
საგანგებოდ ადაპტირებულია სათამაშო გარემოც - აქ ყველაფერი თბილი, რბილი, უსაფრთხო და ფერადია. ახალფეხადგმულ ბავშვსაც კი შეგიძლიათ თამამად გაუშვათ ხელი - ის საიმედოდაა დაცული.
ბიბლუსი ქიდსში შეგიძლიათ დღის ნებისმიერ მონაკვეთში მიიყვანოთ ბავშვები. ერთი საათი 7 ლარი ღირს, მეორე საათი - 5 ლარი, ყოველი მომდევნო საათი კი 3 ლარი დაგიჯდებათ.