იგი 42 წლის 9 დეკემბერს გახდებოდა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი სპეცრაზმელი, 42 წლის ვანო გოლოშვილია. იგი 42 წლის 9 დეკემბერს გახდებოდა.
როგორც AMBEBI.GE-სთან საუბარში გარდაცვლილის ნათესავებმა განაცხადეს, გოლოშვილი დუშეთიდან არის, სოფელ მილისწყაროდან. მას 28 წლის მეუღლე, თამუნა ხელაია და 2 შვილი დარჩა - 3 წლის გიორგი და 5 წლის მარიამი.
"30 ნოემბერს მარიამის დაბადების დღეა, აღსანიშნავად ემზადებოდნენ..." - ამბობს გარდაცვლილის ბიძაშვილი.
ოჯახის შემოსავლის წყარო ვანო გოლოშვილის ხელფასი იყო. დაღუპულის ოჯახს თბილისში არც ბინა აქვს და როგორც ცნობილია, გოლოშვილები დედაქალაქში ქირით ცხოვრობდნენ