სანამ სანდროს თანატოლები თოვლის ბაბუასთვის სურვილების ჩამონათვალს წერილებში წერენ, სანდრო პატარა ხელებით სუვენირებს ამზადებს და ყიდის ეს სანდროა, რომელსაც ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს. სანდრო სააღდგომო ხელნაკეთ ნივთებს აკეთებდა და ბევრი ადამიანის ყურადღება მიიპყრო (იხილეთ სტატია). ახლა სანდრო საახალწლოდ ემზადება... მის შესახებ ფეისბუქ-საზოგადოებას ფეისბუქგვერდმა საქართველო - სოციუმმა ამცნო:
"10 წლის სანდრო საახალწლო ხელნაკეთ ნივთებს აკეთებს, შემდეგ ყიდის და მარტოხელა დედას ამ გზით ეხმარება. ისინი ქირით ცხოვრობენ...
სანამ სანდროს თანატოლები თოვლის ბაბუასთვის სურვილების ჩამონათვალს წერილებში წერენ, სანდრო პატარა ხელებით სუვენირებს ამზადებს და ყიდის. ყიდის იმისთვის, რომ ერთხელ მაინც თავად აისრულოს თავისი ბავშვური ოცნება... მან იცის რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს, იცის, რომ დედა მცირე შემოსავლით ვერ მოირგებს თოვლის ბაბუის როლს, თუნდაც ახალ წელს...
თუ საჩუქრად სანდროს მიერ დამზადებული ხელნაკეთი სათამაშოებით მოიხიბლეთ, შეიძინეთ მისგან. ამ გზით, სხვასაც გაახარებთ და პატარა ბიჭუნასაც.
გვჯერა, რომ ოცნებები ხდება... გვჯერა, რომ სანდროც აიხდენს გაუხმოვანებელ ოცნებას და 2018 წელი მის ცხოვრებაში ახდენილი ნატვრით შემოვა!
საკონტაქტო ინფორმაცია: 577 30 7974"