ყველაზე კითხვადი
რა გახდა კომპანია ”ოქეის” და ”ჰიპოს” საპროტესტო კამპანიის მიზეზი?!
ბოლო პერიოდში სატელევიზიო სივრცეში გავრცელდა ვიდეორგოლი, სადაც კომპანიების "ჰიპოსა" და "ოქეის" გუნდი მკაფიო საპროტესტო ქვეტექსტით გამოდის და აანონსებს სიახლეს, რომელიც არსებითად ემიჯნება საბანკო სფეროს მოძველებულ მიდგომებს მომხმარებლის მიმართ და ამავდროულად, ცვლის კომპანიის მომხმარებლებთან დამოკიდებულებას საკუთარი ინოვაციური და პროგრესული მიდგომებით.
AMBEBI.GE დაინტერესდა, თუ რა არის ამ სარეკლამო კამპანიის მიზანი და ზოგადად, რას საქმიანობენ კომპანიები "ჰიპო" და "ოქეი", ასევე, რა არის მათი ინოვაციური მიდგომები. აღნიშნული კითხვებით კომპანიების მმართველ პარტნიორს ნიკა ფერიაშვილს მივმართეთ.
მომიყევით თქვენი კომპანიების შესახებ...

"ოქეი" არის ფინანსური კომპანია, რომელიც სამომხმარებლო
სესხებს გასცემს. ძირითადად ორიენტირებული ვართ ონლაინ განვადებაზე. ჩვენმხოლოდ პროდუქტის, ან სერვისის დაფინანსებას ვაკეთებთ და არ გავცემთ ნაღდ ფულს მომხმარებლებზე. ამასთან მნიშვნელოვანია სწორედ ჩვენი, როგორც საფინანსო ინსტიტუტის ახლებური მიდგომა და დამოკიდებულება მომხმარებელთან - ჩვენ მათ ვთავაზობთ სრულიად ინოვაციურ განვადების პროდუქტს - უფასო განვადებას, რომელიც თავისუფალია ყოველგვარი დამატებითი პროცენტისა და საკომისიოსგან. სწორედ ესაა მომხმარებლის დაკვეთა, სურვილი და თამამად უნდა ვთქვათ, რომ ამ ტიპის შეთავაზებით პირველები ვართ ბაზარზე.
"ჰიპო"კი არის ონლაინმაღაზია, რომელიც შერეული პროდუქტებითაა წარმოდგენილი. ჩვენთან ექსკლუზიურად არის წარმოდგენილი ICR-ის ბრენდების, მათ შორის, "ბატას", "ჯეოქსის", "ეკოს", "ფეხსაცმლის გალერეას" პროდუქცია. ჩვენი უპირატესობა ისაა, რომ "ჰიპოში" მაღაზიის ანალოგიური
ფასებია. მეორე მხრივ, შეთავაზებულ პროდუქციაზე "ოქეის" უფასო განვადებამოქმედებს. ეს ქართულ ბაზარზე ინოვაციური პროდუქტია და ის უპროცენტო განვადებისგან განსხვავდება. უპროცენტო განვადების შემთხვევაში მომხმარებელი მაინც იხდის საკომისიოს და პირდაპირი შესყიდვის ფასისგან განსხვავებულ გაზრდილ ფასს, რაც ჩვენ მიერ შეთავაზებული უფასო განვადების შემთხვევაში არ არსებობს.
დაახლოებით 2 წლის წინ ჩვენ ერთი კომპანიით დავიწყეთ ოპერირება, შემდეგ კი გარკვეული რეგულაციების დაწესების შედეგად გაყოფა მოგვიწია.

რით არის გამოწვეული თქვენი სარეკლამო კამპანია? რას აპროტესტებთ?

ჩვენ ვართ სტარტაპი, ახალი თაობის ადამიანების მიერ შექმნილი, ახალი ოცნებებითა და მიზნებით. გზად კი უამრავი დაბრკოლება გვხვდება. ბევრ რამეში სახელმწიფო და ბიზნესგარემო ლოიალურია, თუმცა უცვლელად რჩება ბიზნესის კონსერვატიული ნაწილი, რომელიც ხელს უშლის ბაზრის განვითარებას. არსებულ ბიზნესებს შექმნილი აქვთ მონოპლიური და ოლიგოპოლიური ბაზარი, რაც ახალ ბიზნესებს განვითარებაში ხელს უშლიან. ინოვაციური იდეებისა და ჩანაფიქრების წარმატებით და ადვილად განხორციელებაში ბევრი დაბრკოლება გვხვდება. სწორედ მეტ-ნაკლებად ხელოვნურად შექმნილი სირთულეების წინააღმდეგ გვსურს გალაშქრება ჩვენი საპროტესტო კამპანიით. არსებული რეალობა უნდა შეიცვალოს. ჩვენ ვცვლით მომხმარებელთან მიდგომებს, დამოკიდებულებებს და ვიწყებთ კამპანიას, რომ მომხმარებელთან მოძველებული სტილით მიდგომები დასრულდეს, რაც გულისხმობს, რომ წინა პლანზე იყო კომპანიების ბიზნეს ინტერესები და შემდეგ მომხმარებლის სურვილები, მოლოდინები და შესაძლებლობები, ჩვენ კი, პირიქით, ვფიქრობთ ბიზნესი გადავიყვანოთ განვითარების ახალ, პროგრესულ ეტაპზე, სადაც სწორედ მომხმარებლის ინტერესები იქნება უპირველესი და კომპანიის ბიზნეს ინტერესები მოერგება მათ შესაძლებლობებს, მოთხოვნებს და სურვილს. სწორედ ესაა ჩვენი სარეკლამო კამპანიის მთავარი ქვეტექსტი.

რა არის თქვენი საბოლოო მიზანი? რის მიღწევას ცდილობთ თქვენი საპროტესტო აქციით?

საერთო ვითარება მართლაც არ არის სახარბიელო, მაგრამ ჩვენ წუწუნი არ დავიწყეთ და შევიმუშავეთ კონკრეტული ბიზნესმოდელი, რომელსაც აქტიურად ვანვითარებთ და რომლის საშუალებითაც, ვცდილობთ, შევცვალოთ ბიზნესის მოძველებული მიდგომები მომხმარებლების, ხალხის და დამწყები ბიზნესმენების მიმართ. მას შემდეგ რაც გარკვეულ გარღვევებს მოვახდენთ, ჩვენ გვინდა, განვვითარდეთ, როგორც საცალო დაკრედიტების, განვადების კომპანია „ოქეი" და ბაზარზე მოწინავე პოზიცია დავიკავოთ. მომხმარებელს სრულიად ახალ, ინოვაციურ სერვისებს ვთავაზოვთ და ეს მიმართულება უნდა განვითარდეს. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დისტანციურ დაკრედიტებას ვაკეთებთ. გვსურს, შევქმნათ მომსახურება, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი ნებისმიერ მაღაზიაში მობილური აპლიკაციით გააკეთებს განვადებას.
რაც შეეხება ონლაინ მაღაზიას, აქაც გვინდა, რომ ბაზარზე პირველები ვიყოთ ონლაინ შოპინგის მიმართულებით. მოგვიანებით უკვე რეგიონალურ გაფართოებაზე დავიწყებთ ფიქრს. ჩვენი პროექტი მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე გათვლილი არაა. სხვა ქვეყნებში განვითარების დიდი პერსპექტივა გვაქვს, საქმიანობაში თანამედროვე ტექოლოგიებისა და ინოვაციების გამოყენებით დიდი ადამიანური რესურსი და ინფრასტრუქტურა აღარ დაგვჭირდება.

უფრო დეტალურად რომ მოგვიყვეთ, რა პრობლემებსა და სირთულეებზე საუბრობთ?

სირთულეები ნამდვილად მრავლადაა. ნელ–ნელა ფინანსური ბაზარიც ფუჭდება. პირველ რიგში საკრედიტო ისტორიის შეფასების პრობლემაა. არ გვაქვს კარგი შეფასება და ონლაინ საკრედიტო კომპანიები იძულებულები არიან, მომხმარებელს მაღალი პროცენტი შესთავაზონ. რადგან იციან, რომ 30% მაინც არ შეასრულებს ვალდებულებას. საკრედიტო ისტორიის სწორი შეფასება რომ ხდებოდეს, პროცენტიც უფრო ადეკვატური იქნებოდა.
მეორე მხრივ, საკრედიტო ინფორმაციის მქონე კომპანია აღნიშნულ საკრედიტო ინფორმაციას სულ სხვა პირობებით სთავაზობს ბანკებს და ბევრად უფრო გაზრდილ მაღალ ღირებულებაში გვაძლევს იგივე ინფორმაციასსაფინანსო კომპანიებსა და მიკროსაფინანსოებს. ამავდროულად, ბანკები თავად გვევლინებიან საკრედიტო ინფორმაციის მომწოდებელი კომპანიის დამფუძნებლად. ჩვენ რეალურად გარკვეულ პროდუქტებში იმდენ პროცენტსაც არ ვიღებთ სარგებელს, რამდენსაც საკრედიტო ისტორიისთვის ვუხდით საკრედიტო ინფორმაციის მომწოდებელ კომპანიას.მათთან ტარიფზე მოლაპარაკება კი გამორიცხულია. ამ ყველაფერს ის ართულებს, რომ იგი ბაზარზე ერთადერთი მოთამაშეა. მსგავსი კომპანიის შექმნის მცდელობა გვქონდა ჩვენ, მაგრამ ბანკები თავისი კლიენტების მონაცემებს სხვა ბაზაში არ ტვირთავენ.
ბანკების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს და ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის აუცილებელია, რომ ბანკები გამართულად ფუნქციონირებდნენ, მაგრამ ისინი სხვა ბიზნესებს და მათშორის კონკურენტებს ხელოვნური ბარიერების გაჩენის კუთხით არ უნდა უშლიდნენ ხელს.საკრედიტო ინფორმაციის მომწოდებელი კომპანია ბანკებისგან თავისუფალი უნდა იყოს და კონკურენციაც ჯანსაღი და თავისუფალი იქნება.
კიდევ ერთი პრობლემა არის ის, რომ ქვეყანაში არსებული ფინანსური მარაგი მხოლოდ დეპოზიტებზე გროვდება და არ არსებობს კაპიტალური ბაზრები. ეს არის ფინანსების მართვის საუკეთესო საშუალება. ფულის მფლობელი კაპიტალური ბაზრიდან დეპოზიტზე ბევრად უფრო მაღალ სარგებელს მიიღებს. მეორე მხრივ, მათი საშუალებით მნიშვნელოვნად განვითარდებიან ახალი და არსებული ბიზნესები.კაპიტალურ ბაზრებზე ყველაფერი გამჭირვალეა და ამა თუ იმ კომპანიის პოტენციალთან დაკავშირებით გათვლების გაკეთება მარტივია. თუ კომპანიას ზრდის კარგი პერსპექტივა აქვს, მასში ფულის ჩადების მსურველი ნამდვილად გამოჩნდება. ასე ახალიდა განვითარების აუცილობლის მქონე ბიზნესსაქმიანობები დაფინანსებას მიიღებენ, მეორე მხრივ, კომპანიები თუ ადამიანები ბევრად უფრო მაღალ სარგებელს მიიღებენ, ვიდრე ამას დეპოზიტებიდან იღებენ. ქართულ ბანკებში დეპოზიტებზე გროვდება, როგორც ჩვენი რეზიდენტების, ისე რეგიონის სხვა ქვეყნების ფული. ეს ბანკების დიდი დამსახურებაა, რომ ნდობა ჩამოიყალიბდეს. ასეთივე წარმატებით შეიძლება ჩვენს საფონდო ბირჟებზე ჩამოვაყალიბოთ ნდობა და თანხების ნაწილი აქ მოიმართოს. ჩვენნაირი ბიზნესებისთვის ეს ძალიან დიდი დახმარება იქნება.

ამ ყველაფერში როგორ წარმოგიდგენიათ დიდი ბიზნესის მხარდაჭერა? რა უნდა გააკეთონ მათ?

ზოგადად, ბანკი ვერ იქნება და არც უნდა იყოს ზედმეტად ლოიალური სესხების გაცემაში. ასევე ვერ იქნება ის მაღალი ღიაობის და სწრაფად ადაპტირებადი სიახლეებთან, იმიტომ რომ ბანკში გროვდება დეპოზიტარების ფული, მათ ეროვნული ბანკის მიმართ დიდიპასუხისმგებლობა აქვთ. ბანკში რომ მივიდეს კომპანია, რომელიც ზარალზეა და მოსთხოვოს მას ფული, ბანკი ვერ უბრალოდ ვერ მისცემს კრედიტს, მაგრამ გასათვალისწინებელია კომპანიის პერსპექტივებიც, რადგან, მაგალითად, „გუგლი" 5 წელი ზარალზე მუშაობდა.„თესლამ" წინა წელი ზარალით დახურა, მაგრამ მან, ფაქტობრივად, რევოლუცია მოახდინა საავტომობილო ბიზნესში.ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, თუ კაპიტალური ბაზრები განვითრდება და ამავე დროს მოხდება მცირე და საშუალო ბიზნესის რეალურად იაფი და გრძელვადიანი სესხებით დახმარება, საჭიროების შემთხვევაში იმავე ბიზნესისთვის კადრების კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების დაფინანსება, მენეჯმენტის რგოლში დახმარება და ბიზნესის განვითარებაში გარკვეული ხელშეწყობა მათდამი მეტი მხარდაჭერით და თანადგომით. საბოლოო ჯამში ეს შექმნის შეუქცევად საინვესტიციო გარემოს და ხელს შეუწყობს ახალი ბიზნეს თაობის მეტი ენერგიულობით ჩართვას ბიზნესში, რაც ჩვენი ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საჭიროებაა.
R
იხილეთ ვიდეო
342
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
ბეჭდვაელფოსტა
ფოტო და ვიდეო გალერეა
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
16.12.2017
ცერემონიას თბილისის მერი კახი კალაძე მეუღლესთან, ანუკი არეშიძესთან და შვილებთან ერთად დაესწრო
15.12.2017
ამ პატარა გპგონას სამსახიობო ნიჭით ყველა აღტაცებულია
15.12.2017
ბავშვს მან ბებიის სახელი დაარქვა
15.12.2017
მას ხშირად ნახავთ საჯარო თავშეყრის ადგილებში პატარა ალექსანდრესთან ერთად
15.12.2017
გთავაზობთ 10 საჩუქრის იდეას, რომელიც არასოდესაა წამგებიანი.
15.12.2017
მშობლებო, გთავაზობთ 10 საჩუქარს რომელიც თქვენ პატარას ნამდვილად გაახარებს




გამოკითხვა
რამდენი შვილი გყავთ?
არქივი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31