აღმზრდელი ავად იყო და ოჯახის ექიმმა არასწორი დიაგნოზი დაუსვა "ქრონიკის" ინფორმაციით, თბილისის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის ერთ-ერთი ჯგუფის 37 აღსაზრდელი ტუბერკულოზის ცენტრში გამოკვლევაზე მიიყვანეს. ამის მიზეზი აღმზრდელის ავადმყოფობა გახდა, რომელმაც დაავადების შესახებ არაფერი იცოდა და ბავშვებთან მუშაობას ჩვეულებრივად განაგრძობდა. მისი მონათხრობის თანახმად, მას ოჯახის ექიმმა არასწორი დიაგნოზი დაუსვა და ჩვეულებრივ აგრძელებდა ბავშვებთან მუშაობას. მხოლოდ მოგვიანებით, უკვე ტუბერკულოზის ცენტრში გაარკვია, რომ დაავადებული იყო.
გამოკვლეულ ბავშვებს ტუბერკულოზის ნიშნები არ დაუდგინდათ.
მას შემდეგ, რაც ამ ფაქტის შესახებ გახდა ცნობილი, ჯანდაცვის სამინისტრო აღმზრდელების სამედიცინო შემოწმების გამკაცრების აუცილებლობაზე ალაპარაკდა.