’’შვილის გამოსაყვანად ბაღში მისულს სიურპრიზი დამხვდა“
გიორგი ციხითათრიშვილი უკვე მეხუთე წელია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე- მაშველია. 5 წლის განმავლობაში არაერთ სახანზრო-სამაშველო სიტუაციებში მოუწია მონაწილების მიღება და იმდენად დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება საქმეს, რომ გამოჩენილი მამაცობისთვის მედალიც კი დაიმსახურა.
ამჯერად გიორგი, mshoblebi.ge –ყურადღების ცენტრში საკუთარ ’ფეისბუქზე გამოქვეყნებული ფოტოს გამო მოხდა. როგორც აღმოჩნდა შვილის გამოსაყვანად ბაღში მისულს სიურპრიზი დახვდა, რომელმაც იგი ძალიან გაახარა.
- ცვლაში როცა არ ვარ, ელენე ბაღიდან სულ მე გამომყავს. დღეს, რომ მივედი, კარებში სირბილით შემხვდა,მამა, შენ ხომ მეხანძრე ხარო და ეს ცეცხლი შენ დაგიხატეო. ძალიან გამიხარდა, ელენემ ზუსტად ის, რომ დახატა და მაჩუქა, რაც მე გამახარებდა, თორემ ისე ბევრს ხატავს და ჩუქნის ოჯახის წევრებს ნახატებს. ვფიქრობს, რომ ამ სექციელით ჩემ მიმართ მზრუნველობა გამოხატა, რადგან ცეცხლის წინააღმდეგ მიწევს ბრძოლა .
- რას გეუბნებათ ელენე თქვენი პროფესიის შესახებ?
- მას მერე რაც ხანძარში მოვყევი და ფეხი მოვიტეხე, დაახლოებით ნახევარი წლის წინ, ჩიტაიაზე საკუთარი სახლები, რომ იწვოდა, მეუბნება, ფრთხილად , ვიყო, ცეცხლთან თამაში არ შეიძლებაო...
ცნობისთვის, მეხანძრეების სამუშაო გრაფიკი ყოველ მესამე დღეს 24 საათიან ცვლას გულისხმობს.
რუსკა კილასონია