მოკლულ ლ.დ-ს მისი თანაკლასელი და მეგობარი ნ.ე. უკონფლიქტო ადამიანად ახასიათებს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს 16 წლის მოზარდი მოკლეს, მისი პარალელური კლასელი კი მძიმედ დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორივე არასრულწლოვანს დაპირისპირების დროს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს. 16 წლის ლ.დ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ხოლო დ.ს-ს, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაში შეიყვანეს, ორი ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
სავარაუდოდ, დაპირისპირება 51-ე სკოლის რამდენიმე მოსწავლესა და კიდევ ერთი სკოლის აღსაზრდელებს შორის მოხდა. არასრულწლოვნების ჩხუბის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. შსს-მ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. სამართალდამცველებს დანაშაულში ბრალდებული ამ დრომდე არ დაუკავებიათ.
მოკლულ ლ.დ-ს მისი თანაკლასელი და მეგობარი ნ.ე. უკონფლიქტო ადამიანად ახასიათებს. ჩვენთან საუბარში 51-ე სკოლის მოსწავლე ამბობს, რომ ლ-ი საუკეთესო, მედლის კანდიდატი მოსწავლე იყო.
- ლ-ი ჩემი კარგი მეგობარი იყო, დღეს საკონტროლო გვქონდა მათემატიკაში, მან ვერ დაწერა კარგად და ამის გამო დავცინე კიდეც, ვეხუმრებოდი... ზოგადად, ლ-ი საუკეთესო, მედლის კანდიდატი მოსწავლე იყო. კონფლიქტური ადამიანი არ ყოფილა, ძალიან კარგი ბიჭი იყო. ზოგადად, ჩვენს სკოლაში ბავშვები ერთმანეთთან დაპირისპირებულები არ არიან. იხილეთ გაგრძელება