როგორ დავზოგოთ თანხა საახალწლო აქსესუარებზე?
როგორ დავზოგოთ თანხა საახალწლო აქსესუარებზე?
წლის ყველაზე ჯადოსნური პერიოდი თავის აქტიურ ფაზაში შედის. 2017 წლის დასრულებამდე ერთ თვეზე ნაკლები რჩება და ახალი წლის შესახვედრად სამზადისიც უკვე დაიწყო. ქალაქის ქუჩები საახალწლო განათებებით მოირთო და სადღესასწაულო განწყობაც უკვე იგრძნობა. მაღაზიებშიც მრავლად შეხვდებით საახალწლო აქსესუარებს, რომელზეც უკვე დიდი მოთხოვნაა. ადამიანთა უმეტესობას სურს მისი სახლის საახალწლო დეკორაცია განსაკუთრებული იყოს, ჰქონდეს მაღალი ხარისხის, მოდური აქსესუარები, მაგრამ ყოველივე ეს ხშირად დიდ ხარჯთან არის დაკავშირებული. ამიტომაც უმეტესწილად ვამჯობინებთ ხოლმე ძველი, წინა წელს შეძენილი აქსესუარები გამოვიყენოთ სახლის მოსართავად.
ევროპული, უმაღლესი ხარისხის ნაძვისხეებისა და
მოდური აქსესუარების ფართო ასორტიმენტით წელს წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ გამოირჩევა. აქ შეგიძლიათ საახალწლო დეკორაციისთვის საჭირო ნებისმიერი დეტალის შეძენა დაწყებული სხვადასხვა დიზაინის ნაძვის ხიდან და კერამიკისა თუ ხის სათამაშოებიდან, დამთავრებული ნაძვის ხის ბურთებითა და საახალწლო ჭურჭლით. მიუხედავად იმისა, რომ ლამაზ-ლამაზი საახალწლო აქსესუარების თვალიერებისას ხშირად გვიჩნდება სურვილი ყველა ნივთი შევიძინოთ, ამ პერიოდის აუცილებელ ატრიბუტად მაინც ნაძვის ხე და მისი მოსართავი ბურთები ითვლება.
mshoblebi
თუ ახალი ნაძვის ხის შეძენა გსურთ და საახალწლო აქსესუარების განახლებაც გინდათ, მაშინ „ბიბლუსის“
საახალწლო შემოთავაზება ნამდვილად დაგაინტერესებთ. „ბიბლუსი“ ნებისმიერ მომხმარებელს, რომელიც შეიძენს ნაძვის ხეს, რომლის ღირებულებაც შეადგენს მინიმუმ 200 ლარს, სთავაზობს 50%-იან ფასდაკლებას საახალწლო ბურთების სრულ ასორტიმენტზე. შესაბამისად, მას, ვისთვისაც ხარისხი მნიშვნელოვანია და ყოველწლიურ ტენდენციებსაც აქცევს ყურადღებას, ნამდვილად უნიკალური შესაძლებლობა ეძლევა მისაღებ ფასად განაახლოს საკუთარი ნაძვის ხე.
ასე, რომ საახალწლო აქსესუარების ყველაზე ფართო ასორტიმენტი გელოდებათ „ბიბლუსი გალერეებში“ შემდეგ მისამართებზე: თბილისი: ჭავჭავაძის #7 და გაგარინის #7; ბათუმი: მემედ აბაშიძის #52

668
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?