" ბავშვის სქესს როცა ხედავთ, რატომ ვერ ხედავთ მის პატარა ხელებს, ფეხებს, რომლითაც მალავს თავის სქესს, რადგან იცის და გრძნობს, რომ მოკლავენ, თუ გამოაჩენს..." ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ორსულ ქალებს ბავშვის სქესის წინასწარ გაგების საშუალება აღარ ექნებათ. ამის მიზეზი კი სელექციურო აბორტების საკმაოდ დიდი მაჩვენებელი გახდა. 1990-2015 წლებში ბიჭის ყოლის სურვილის გამო, საქართველოში 31 446 მდედრობითი სქესის ნაყოფი მოიშორეს. ალბათ დაგვეთანხემით, რომ შემაძრწუნებელია ეს ფაქტი.
მსახიობი ანი ალადაშვილი ამ თემას ეხმაურება და იმ ქალებს მიმართავს, რომლებმაც საკუთარი შვილის სიცოცხლე მხოლოდ იმიტომ შეწყვიტეს, რომ ქმრის გვარის გამგრძელებლები ვერ იქნებოდნენ....
"აბორტს შეიძლება გადაურჩეს და დაიბადება იმ მშობლების ოჯახში, რომლებიც მოკლავდნენ, მისი სქესი დროზე რომ გაეგოთ... ან იქნებ მისი დანახვისას დედიკოს და მამიკოს აეხილოთ თვალი და მიხვდნენ, რამხელა უპატიებელ შეცდომას ჩაიდენდნენ, ის რომ არ გაეჩინათ. რა ბედნიერებას დაკარგავდნენ...
ქალებო, როგორ ცხოვრობთ ისეთ იმბეცილ ქმრებთან, რომლებიც გაიძულებენ, შვილი მოკლათ, თუ ის "ვაჟი" და "გვარის გამგრძელებელი" არაა. ბავშვის სქესს როცა ხედავთ, რატომ ვერ ხედავთ მის პატარა ხელებს, ფეხებს (რომლითაც მალავს თავის სქესს, რადგან იცის და გრძნობს, რომ მოკლავენ, თუ გამოაჩენს), გულს, რომელიც ისევე ფეთქავს როგორც თქვენი გული? რატომ ვერ აღიქვამთ მათ, როგორც ჩვეულებრივ ადამიანებს? როგორ შეგიძლიათ, არ გიყვარდეთ? შვილის სიყვარული თუ იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რამდენად შეესაბამება ის თქვენი ცხოვრების გეგმას, საერთოდ რისთვის ვცხოვრობთ და რატომ ვგეგმავთ ცხოვრებას..."
თეკლა ჟვანია