სიახლეებიკალეიდოსკოპი
"ლევანისა და დათოს მეგობარს 51-ე სკოლელი გოგონა უყვარდა... მერე 53-ე სკოლაში გადასულა და იქ სხვა ბიჭს შეუყვარდა " - სისხლიანი გარჩევის დეტალები
"ლევანისა და დათოს მეგობარს 51-ე სკოლელი გოგონა უყვარდა... მერე 53-ე სკოლაში გადასულა და იქ სხვა ბიჭს შეუყვარდა " - სისხლიანი გარჩევის დეტალები
1 / 2
Next
პირველ დეკემბერს ლევან დადუნაშვილი და დათო სალარიძე სკოლაში გაკვეთილებს ესწრებოდნენ. ორი საათი ხდებოდა, როცა მოზარდები თბილისის 51-ე საჯარო სკოლიდან გამოვიდნენ...

ხორავას ქუჩაზე დატრიალებულ ტრაგედიაზე ვრცელო სტატია გამოქვეყნდა გაზეთ "კვირის პალიტრაში". რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

მოზარდების ჩხუბს შეესწრო "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა ვაჩეიშვილიც: "წინასწარ დაგეგმილ შეხვედრას ჰგავდა, 15-ზე მეტი იყვნენ. ჯერ ლაპარაკობდნენ, მერე უცებ ახმაურდნენ. დავუყვირეთ, ახლავე მოვა პატრულიო, მაგრამ ისე იყვნენ ამ ომში ჩართული, შეძახილებს ყურადღებას არ აქცევდნენ. ჩხუბი სამი წუთი გაგრძელდა, მერე დავინახე ბიჭი ფეხზე იდგა და თვითონაც უკვირდა, სისხლი რომ
სდიოდა".

ლევან დადუნაშვილის ახლობელი: - ლევანისა და დათოს მეგობარ ბიჭს 51-ე სკოლელი გოგონა უყვარდა. მერე 53-ე სკოლაში გადასულა და იქ სხვა ბიჭს შეუყვარდა. ამის გამო მოხდა უთანხმოება. გოგონას შეყვარებული ძველ შეყვარებულს გოგოსთვის თავის დანებებას სთხოვდა. ამ ტრაგედიას წინ უძღოდა საქმის გარჩევები.
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
1 / 2
Next
ბეჭდვა