"მშობელმა სკოლის დირექტორს სთხოვა დახმარება, ჩემს შვილს ვერაფერს ვუხერხებ და იქნებ თქვენ უშველოთო"
mshoblebi.ge- ს არაერთი მკითხველი ეხმიანება პრობლემური საკითხის გაშუქების მიზნით. უმეტესად წერილობითი სახით მოგვმართავენ. ამჯერად წერილი ერთ-ერთმა მშობელმა მოგვწერა, რომელსაც სურს აცნობოს საზოგადოებას შვილის სკოლაში არსებული მდგომარეობის შესახებ. საქმე მოზრდების მიერ თანატოლების მიმართ გამოვლენილ სექსუალურ ძალადობას ეხება.
მშობელმა ამ ეტაპზე სკოლის დასახელება არ ისურვა - იმედი აქვს, რომ წერილის გამოქვეყნების შემდეგ დირექტორი თავად ეცდება ვითარების გამოსწორებას. თუმცა პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში სკოლასაც დააკონკრეტებს. მას იმედი იმედი აქვს,რომ ჩვენთან გამოქვეყნებული ინფორმაცია სკოლის ადმინისტრაციის ყურამდე მივა და თავიანთ უმოქმედობის სიმძიმეს ამჯერად მაინც გააცნობიერებენ.
"ჩემი შვილის სკოლაში რაც ხდება, ყოვლად მიუღებელი ფაქტია. მის კლასში ადრე და ახლაც არაერთი ფაქტი გამოვლინდა თანატოლის მხრიდან ბავშვებზე ძალადობის, მათ შორის სექსუალური ძალადობის. დაგიჭიროოო და უნდა გიხ...როო - ასე ეძახიან მოძალადე ბავშვები თანატოლებს და ამაზე სკოლის ადმინისტრაციას რეაქცია არც ჰქონია და არც ახლა აქვს. ბავშვები ერთმანეთს იჭერენ, სექსუალური კავშირის დროს რა პოზებიც ხდება, იმ პოზებით ძალადობენ შედარებით სუსტ კლასელებზე და ეს დიდი ხანია გრძელდება,
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
ჩაგვრის ობიექტი 10-11 წლის ბიჭები კი წიხლის დარტყმით და ძალის დემონტრირებით ცდილობენ მოძალადის მოგერიებას, რაც საბოლოოდ როგორ დამთავრდება არავინ იცის და ეს უფრო მაშინებს.
როცა ჩემი შვილის კლასელი ატირებული მივიდა სახლში და უთხრა მშობელს მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ, ბუნებრივია, მშობელმა სკოლის ადმინისტრაციას მიმართა პრობლემის მოსაგვარებლად. სკოლის დირექტორმა მოძალადე ბავშვის დასასჯელად არაფერი მოიმოქმედა. დაიბარეს იმ ბავშვის მშობელი, იმან კი სკოლის დირექტორს სთხოვა დახმარება, ჩემს შვილს ვერაფერს ვუხერხებ და იქნებ თქვენ უშველოთო. დირექტორმა კი ვაპატიოთო.
წარმოგიდგენიათ ,რა ხდება? ეს ბავშვი რომ არ დაისაჯა, მას ძალადობაში სხვა ბავშვებიც აჰყვნენ და ახლა უკვე სამი ბავშვია ორის წინააღმდეგ. სხვა მშობლებს არ ადარდებთ, რადგან მათი შვილი არ იჩაგრება.
ჩვენს უბანში ფიზიკურად ეს ერთი სკოლაა, ამიტომ ბავშვის სხვა სკოლაში გადაყვანა არ არის ადვილი მშობლისთვის. კლასის დამრიგებელს დავუკავშირდით და გვითხრა, რამდენიმე მშობელი დირექტორთან შედითო. სკოლის ფსიქოლოგს ყურიც არ შეუბერტყია, არც მოძალადესთან მისულა სასუბროდ და არ დაჩაგრულთან. არ ვიცი, რა ვიღონო, ვგიჟდები, შვილი ისეთ ფაქტებს მიყვება".
მსგავსი ფაქტები სხვა მკითხველებსაც დაუფუქსირებიათ ამა თუ იმ სტატიის კომენტარებში. იმედია ახლა მაინც, როცა მოზარდების მკვლელობამ ბევრ რამეზე დააფიქრა საზოგადოება, ძალადობის ასეთი გამოვლინებებიც მოექცეს ყურადღების ცენტრში. მასწავლებლების თვალწინ ყოველდღიურად უამრავი ჩაგვრის თუ ძალადობის ფაქტი თამაშდება. ის, რასაც მშობლის წინაშე ვერ ბედავენ, სკოლაში თამამად სჩადიან. სკოლამ ზოგჯერ მეტი იცის, ვიდრე მშობელმა და ოჯახმა. იქნებ მეტი ყურადღება დაეთმოს სკოლას...