ყველაზე კითხვადი
"ისინი ყველგან შეგიძლია წარადგინო საქართველოს სახელით!" - ვინ არიან ბავშვები, რომლებმაც საზოგადოება აღაფრთოვანეს
გუშინდელი "ნიჭიერის" ეთერში კიდევ ერთხელ მოახდინეს ფურორი უნიჭიერესმა ბავშვებმა თბილისის ბიჭუნათა კაპელიდან და ახალგაზრდული გუნდიდან და მათმა მაესტრომ გელა ფარჩუკიძემ. მათ ნამღერს აღფრთოვანებით შეხვდა საზოგადოება, ცნობილი თუ უცნობი ადამიანები და ხალხის გადაწყვეტილებით, სწორედ ისინი გადავიდნენ ფინალში.

მათი გამოჩენა ზოგადად ტელეეთერში თუ მუსიკალურ სამყაროში ორმაგად სასიხარულო აღმოჩნდა იმ დაძაბული და ტრაგიკული გარემოს ფონზე, როცა ბევრ მშობელს უჭირთ მოზარდების მართვა, სწორ გზაზე დაყენება და აგრესიისა და მავნე ზეგავლენებისგან მათი დაცვა. ალბათ სწორედ ამაშია გამოსავალი, რომ ბავშვი იყოს დაკავებული იმით, რაც სულიერად გააძლიერებს,
გაზრდის, იქნება ეს მუსიკა, სპორტი, ხატვა თუ ნებისმიერი სხვა რამ. ის, რაც მას შეავსებს, დააინტერესებს და მოწყვეტს ქუჩას თუ ინტერნეტს. როგორც მათი მაესტრო ამბობს: "მარტო ის რად ღირს, რომ კაპელის 150 ბავშვი ამ ასაკში სიგარეტისკენ არ გაიხედება... ქუჩის "აკადემიაზე" არ ფიქრობს და ცდილობს ეზიაროს მარად უკვდავ ხელოვნებას, მუსიკაში გაბნეულს.... ეზიარება მოცარტს, ბეთჰოვენს, "ბითლზებს", "ქვინებს"... მადლიან ქართულ ჰანგებს, განა ეს ცოტაა? ბავშვი, რომელმაც ეს იცის, როგორ გაბედავს ქუჩურ საუბარს და უზრდელობას? მან იცის, რომ მაშინვე დაისჯება... აქ სხვა ღირებულებებია" (იხილეთ სრულად ინტერვიუ მაესტრო გელა ფარჩუკიძესთან).
mshoblebi
მუსიკათმცოდნე მაია დათუნაშვილი:
- ის რაც ახლა მოხდა ამ სცენაზე, ყველა აქამდე რეალიზებული შოუსთვის იქნება ერთ-ერთი
საუკეთესო მუსიკალური ნომერი. ჯერ კიდევ წლების წინ, როცა ჯანსუღ კახიძის და გელა ფარჩუკიძის მიერ შეიქმნა ბიჭუნათა კაპელა, მძიმე წლებში, ეს იყო ნამდვილი სულიერი ხსნა იმ ბიჭებისთვის, ვინც იქ სწავლობდა. არ შემიძლია არ ვთქვა, ჩვენგან რამდენიმე მეტრში, ცნობილი ტრაგედიის გამო მიმდინარეობს აქცია და მინდა ვუთხრა ყველა მშობელს, და ზოგადად ყველას, რომ თუ თქვენი შვილები გაიზრდებიან ისეთი საოცარი თანადგომის, წარმატების განცდით, როგორითაც შეიძლება გაიზარდონ სწორედ ამ ბიჭუნათა კაპელაში, რომელიც თქვენ ახლა მოისმინეთ, თუ ისინი იგრძნობენ მრავალხმიანობას, ასეთი საოცარი ერთობით, რომელიც მხოლოდ მუსიკაში და სიმღერაში შეიძლება იგრძნონ, დამერწმუნეთ, რომ ჩვენ ნამდვილად გადავარჩენთ ჩვენს მომავალს. დიდი მადლობა ბატონ გელა ფარჩუკიძეს, რომელმაც ბევრი წლის შემდეგ დაუღალავი შრომით და საოცარი თავდაუზოგავი მცდელობით კვლავ შექმნა ეს უნიკალური ორგანიზმი ჩვენს მუსიკალურ ცხოვრებაში.
mshoblebi
მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე:
- ძალიან ამაყი ვარ, რომ მუსიკის სფეროდან საოცარი, დიდი ტალანტი გამოჩნდა ბიჭუნათა კაპელას სახით. ისინი უკვე აზიარეს მაღალ ხელოვნებას. არ შემიძლია მათ ხელმძღვანელ გელა ფარჩუკიძეს არ ვუთხრა დიდი მადლობა იმისთვის, რომ ემსახურება ამ დიდ ხელოვნებას. ეს ბავშვები უკვე მოწამლულები არიან კლასიკური მუსიკით, ღირებული მუსიკით და დარწმუნებული ვარ, ისინი არასდროს მოიწონებენ მდაბიოს და არაღირებულს. ისეთი იყო მათი გამოსვლა, ყველგან შეგიძლია წარადგინო საქართველოს სახელით.
mshoblebi
"ყველაზე მაგარი Bohemian Rhapsody რაც კი ნიჭიერის და მისი უცხოური ანალოგების სცენაზე უნახავს მაყურებელს! გაუზიარეთ ვიდეო მეგობრებს - ეს უმაგრესი ბავშვები საქართველოდან მთელმა მსოფლიომ უნდა გაიცნოს!" - "ნიჭიერი".
mshoblebi
mshoblebi
mshoblebi
10192
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
ბეჭდვაელფოსტა
ფოტო და ვიდეო გალერეა
კომენტარები (5)
14:36 / 10-12-2017
თამრიკო
ფანტასტიური შესრულებაა... შეხედათ ამ საოცარი ბავშვების სახეებს - მუსიკით შტაგონებული და განსპეტაკებული...ასეთი ხელოვნება ხომ სხვა, მდარე "ფასეულობებისათვის" ადგილს არ ტოვებს ადამიანის გულში.. მადლობა მაესტროს!!!
12:53 / 07-12-2017
თეა
სული მეკვრის ამ ბავშვებს რომ ვუსმენ :)
12:18 / 07-12-2017
ლელა
აღფრთოვანებული ვარ, ბრაო პედაგოგს, ღმერთო ბედნიერი მომავალი მიეცი ჩვენ მომავალს
14:42 / 05-12-2017
--
შემოგვლეეეეეეეტ111 საოცრებებოოოოო
13:54 / 05-12-2017
ლალუკა
საუკეთესო მაგალითი იყო ბათუმში ბავშვათა ქართული ხალხური სიმღერების გუნდი, რომელსაც რამინი მიქაბერიძე ხელმძღვანელობდა.
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
16.12.2017
ცერემონიას თბილისის მერი კახი კალაძე მეუღლესთან, ანუკი არეშიძესთან და შვილებთან ერთად დაესწრო
15.12.2017
ამ პატარა გპგონას სამსახიობო ნიჭით ყველა აღტაცებულია
15.12.2017
ბავშვს მან ბებიის სახელი დაარქვა
15.12.2017
მას ხშირად ნახავთ საჯარო თავშეყრის ადგილებში პატარა ალექსანდრესთან ერთად
15.12.2017
გთავაზობთ 10 საჩუქრის იდეას, რომელიც არასოდესაა წამგებიანი.
15.12.2017
მშობლებო, გთავაზობთ 10 საჩუქარს რომელიც თქვენ პატარას ნამდვილად გაახარებს




გამოკითხვა
რამდენი შვილი გყავთ?
არქივი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31