ესპანურენოვან გვერდზე "ნიჭიერის" მონაწილეების ნამღერს ამ დროისათვის 4 ათასზე მეტი გაზიარება და უამრავი კომენტარი აქვს გუშინდელი "ნიჭიერის" სცენაზე ნამდვილი ფურორი მოახდინეს თბილისის ბიჭუნათა კაპელისა და ახალგაზრდული გუნდის მოზარდებმა, მაესტრო გელა ფარჩუკიძის ხელმძღვანელობით. როგორც აღმოჩნდა, მათმა ნამღერმა და მათ მიერ დადგმულმა საოცარმა შოუმ არა მხოლოდ საქართველოში აღაფრთოვანა მაყურებელი. ბავშვებმა უცხოელი მაყურებლის ყურადღებაც მიიპყრეს.
www.aqueenofmagic.com-ის ფეისბუქგვერდმა პატარების ნამღერი განათავსა. ესპანურენოვან გვერდზე "ნიჭიერის" მონაწილეების ნამღერს ამ დროისათვის 4 ათასზე მეტი გაზიარება და უამრავი კომენტარი აქვს. ქუინის უცხოელი ფანები თუ უბრალოდ მუსიკის მოყვარულები აღტაცებულ კომენტარებს არ იშურებენ ბავშვების მისამართით და საუკეთესო ნამღერსა და შესრულებასთან ერთად აღნიშნავენ ბავშვების გარდასახვის უნარს, იმას, რომ თითოეული მათგანი გრძნობს სიმღერას. "შეხედეთ მათ სახეებს, ეს გამაოგნებელია!" - წერს აღნიშნული ფეისბუქგვერდის ერთ-ერთი უცხოელი მომხმარებელი.
www.aqueenofmagic.com ქვინის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ონლაინ პლატფორმაა, რომელსაც მხოლოდ ფეისბუქზე 800,000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. პლატფორმა ქვინის ახალი ამბების ესპანურ ენაზე გასავრცელებლად 2000 წელს შეიქმნა.