"შოკში ვიყავი. ჩვენ უკვე გვაქვს გამოცდილება ტყუპებთან. მაგრამ სამი ერთად?" ამერიკელი ნია ტოლბერტი - გამოცდილი დედაა. ის ზრდის სამ ბიჭს. აგვისტოში კი ისევ დაორსულდა. ისეთი შეგრძნებები ჰქონდა, რაც განსხვავდებოდა წინა ორსულობებისაგან.
"ვგრძნობდი, რომ რაღაც შეიცვალა. ორსულობის ყველა სიმპტომი გაჩნდა უფრო ადრე და იყო გაცილებით მკაფიო. მუცელი ძალიან სწრაფად იზრდებოდა", - იხსენებს ნია.
ნია ფიქრობდა, რომ ისევ ტყუპები გაჩნდებოდნენ, ან იქნებოდა გოგო. პირველივე ექოსკოპიაზე აღმოჩნდა, რომ ნია ერთის მაგივრად სამს ელოდებოდა.
"შოკში ვიყავი. ჩვენ უკვე გვაქვს გამოცდილება ტყუპებთან. მაგრამ სამი ერთად? ვეძებდი მომენტს, როდესაც ამის შესახებ მეუღლეს ვეტყოდი".
ნიამ გადაწყვიტა, რობერტისთვის ექოსკოპიის ფოტო და ექიმის დასკვნა დაეტოვებინა.
"რამდენჯერმე დავახამხამე თვალი და ვიფიქრე: "აი, ეს არის ნამდვილი ცხოვრება!", - იცინის რობერტი.
ტყუპები 2018 წლის თებერვალში დაიბადებიან. "ახლახანს გახდა ცნობილი, რომ გოგონები გვეყოლება", - ამბობს ნია. უფროსი ბიჭი - ტოლბერტი იმედგაცრუებული იყო: ის იმედოვნებდა, რომ სამი ძმის დაბადების შემდეგ სახლი სუპერგმირებით გაივსებოდა. მაგრამ მისი იმედები ალბათ ვერ გამართლდება, რადგან კითხვაზე - აპირებს თუ არა კიდევ ბავშვის გაჩენას, ნია პასუხობს: "ნამდვილად არა! დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ჩემი ბოლო მშობიარობა".