მშობლების საყურადღებოდ! ინტერნეტში ახალი თამაში ვრცელდება - გაიქეცი ან მოკვდი
მშობლების საყურადღებოდ! ინტერნეტში ახალი თამაში ვრცელდება - გაიქეცი ან მოკვდი
ინტერნეტ-სივრცეში გაჩნდა ბავშვების ახალი გატაცება - თამაში "გაიქეცი ან მოკვდი". მისი არსი ის არის, რომ ბავშვებს მოუწოდებს, მოახერხოს და რაც შეიძლება ახლოს გადაურბინოს წინ მოძრავ ავტომობილებს. თამაში პოპულარულია რუსეთში და ზოგიერთ სხვა ქვეყანაშიც. ამიტომ მძღოლებს უკვე აფრთხილებენ, რომ განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ, როდესაც გზაზე ბავშვს შეამჩნევენ - მან შეიძლება უცბად გადაურბინოს მოძრავ მანქანას. აფრთხილებენ მშობლებსაც, რომ გაესაუბრონ ამ თემაზე ბავშვებს. ბავშვების ნაწილი თავადაც ხვდება ასეთი თამაშის საშიშროებას, მაგრამ არიან ბავშვები, რომლებიც
სიამოვნებით ერთვებიან ასეთ სიცოცხლისთვის საშიშ "აზარტულ გასართობებში".
მშობლებო, იყავით ფრთილად,
ეცადეთ, მუდმივად აკონტროლოთ ინფორმაცია, რომელსაც ბავშვი ინტერნეტიდან იღებს და მით უმეტეს - თუ ჩართულია რამეში დიდი ინტერესით. იხილეთ ვიდეო
32490
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?