ბიჭი სახლიდან 7 დეკემბერს დილით სკოლაში წავიდა, თუმცა სკოლაში არ მისულა უკვე სამი დღეა ქობულეთის სოფელ ბობოყვათიდან გაუჩინარებულ 17 წლის ბიჭს ეძებენ. ოჯახი შემთხვევას ინტერნეტთამაშს უკავშირებს.
ბიჭი სახლიდან 7 დეკემბერს დილით სკოლაში წავიდა, თუმცა სკოლაში არ მისულა, ქობულეთში სოფლის "მარშრუტკით" ჩავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს.
არასრულწლოვანის დის, თეონა დ-ს თქმით, ძმის გაუჩინარების შესახებ ქობულეთის პოლიციის განყოფილებას და აჭარის პროკურატურას გუშინვე შეატყობინეს.
ასევე იხილეთ: 14 წლის ბიჭმა დედის თვალწინ თავი მოიკლა - ვარაუდობენ, რომ "ლურჯ ვეშაპს" ქართველი მფარველებიც ჰყავს
"წუხელ ღამით სოციალურ ქსელში მისი პოსტები დავათვალიერე და ვვარაუდობ, რომ იგი ე.წ რუსულ თამაშს "ჩორნი კიტს" ანუ 50 მისიას თამაშობდა, რომლის მიხედვითაც, სხვადასხვა მისიას ასრულებ, ბოლო მისია კი თვითმკვლელობაა. თამაშის თანახმად, ვეშაპები იკლავენ თავს. ასევე კომპიუტერი ლურჯი ვეშაპის ფოტოებით აქვს დატვირთული. განაგრძეთ კითხვა