ვინ არის "მის საქართველოს" რჩეული 2017 წლის "მის საქართველოს"ტიტულის მფლობელი 24 წლის ნია წივწივაძე გახდა, რომელმაც მალე ჩვენი ქვეყანა "მის მსოფლიოზე"უნდა წარადგინოს.
როგორც ირკვევა, ულამაზესი "მის საქართველოს" რჩეული, ქართველი ფეხბურთელი ნიკუშა ჭანტურიაა.
გარდა სამოდელო კარიერისა, ნია ბიზნესითაა დაინტერესებული. დამთავრებული აქვს ბიზნეს ადმინისტრირების და მენეჯმენტის ფაკულტეტი, უყვარს მოგზაურობა და ცურვა. აქვს საკუთარი ბლოგი, სადაც წერს სტატიებს და აღწერს თავის შთაბეჭდილებებს მოგზაურობასთან დაკავშირებით.