"რომ წარმოვიდგენ, ვიღაც უცხო დაბოდიალობდა ჩემს სახლში" - მანიკა ასათიანს სახლი გაუტეხეს
"რომ წარმოვიდგენ, ვიღაც უცხო დაბოდიალობდა ჩემს სახლში" - მანიკა ასათიანს სახლი გაუტეხეს
მოდელი და ტელეწამყვანი მანიკა ასათიანი მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობს. მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ დღეს დილით სახლი გაქურდული დახვდა. ამბობს, რომ ბავშვთან ერთად მარტო იმყოფებოდა და წარმოდგენაც არ უნდა, რა მოხდებოდა ბავშვთან ერთად რომ შესწრებოდა ამ ფაქტს.

"გუშინ ღამე სახლი გატეხილი და გაქურდული დამხვდა! მე და გიო ვიყავით მარტოები და ფიქრიც არ მინდა, რომ მიმესწრო ქურდისთვის, რა მოხდებოდა. ის ფაქტი უფრო მაგიჟებს, რომ წარმოვიდგენ, ვიღაც უცხო
დაბოდიალობდა ჩემს სახლში, ვიდრე ის, რომ ძვირფასი ოქროები და ფულია წაღებული, მათ შორის ჩემი ქმრის საქორწინო ბეჭედი.
ზოგადად გუშინ მივხვდი, რომ ძალიან ბევრი მსგავსი ქურდობა ხდება ქვეყანაში და არ შეიძლება, რომ უფრო ინფორმირებულები ვიყოთ?!
ამ დროში ადაიანების დაუთოება, დასკოჩვა და ა.შ თუ კიდევ ხდებოდა, მე პირადად არ ვიცოდი და მძიმე რეალობა ისაა, რომ ხდება და არა იშვიათად! გამომძიებლებმა და ექსპერტებმა ბევრი მსგავსი შემთხვევის შესახებ მიამბეს (დილის 6 საათამდე ჩემს სახლში იყვნენ).
მე დიდი იმედი მაქვს, ქურდს მივაგნებთ და საკადრისადაც დაისჯება, მაგრამ თქვენ გირჩევთ, მეტი ყურადღება გამოიჩინეთ და ფრთხილად იყავით!
ფაქტია, რომ სანამ ჩემ თავზე არ გამოვცადე ეს სშინელება, არაფერი არ ვიცოდი და ისიც ფაქტია, რომ არც თუ ისე ცოტა შემთხვევაა ქურდობის (მარტო ჩემთან ყოფნისას 2-3 გამოძახება იყო ქურდობაზე) და რას ნიშნავს ეს?! მარტო თბილისში თუ ღამეში რამდენიმე სახლი იქურდება, ნორმალურია?!!

მერი ბლიაძე
5914
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
41414141
0
მოეკიდეთ გაგებით
14:37 / 12-12-2017
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?