ოჯახი პოლიციაში განცხადების შეტანას და სამართლებრივ დავას გეგმავს ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის ერთ-ერთი მშობელი პოლიციელს მისი შვილის ცემაში ადანაშაულებს. თამარ ქემოკლიძე ამბობს, რომ თანაკლასელებმა გუშინ იკამათეს, დღეს კი ბავშვის მამა სკოლაში მივიდა, ბავშვს სახეში გაარტყა და ყური აუწია.
"ატირებული მოვიდა ბავშვი სახლში, ყური ჰქონდა გაწითლებული. მომიყვა, რომ ქალოია დაუძახებია ორი კვირის წინ მის კლასელს, გუშინ კი თვითონ უთხრა, ქალოია მე კი არა, შენ ხარო. დილით მისულა მშობელი, რომელიც პოლიციელია და თან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა", - ამბობს თამარ ქემოკლიძე.
ოჯახი პოლიციაში განცხადების შეტანას და სამართლებრივ დავას გეგმავს. განაგრძეთ კითხვა