ეს პრობლემა ბევრ მშობელს ეცნობა და აწუხებს.
დედის მცდელობა, რომ რაიმე ახალი პროდუქტი მიამატოს ბავშვის რაციონს, ხშირად მთავრდება სრული ფიასკოთი. ეს პრობლემა ბევრ მშობელს ეცნობა და აწუხებს.ფრანგმა მკვლევრებმა შეძლეს იმ მიზეზების გამოვლენა, რაც ბავშვებს უარს ათქმევინებს ახალი საკვების გასინჯვაზე. მეცნიერები აკვირდებოდნენ 53 ახალშობილს, რომელთა ნაწილს კვებავდნენ დედის რძით, ნაწილს კი - ხელოვნური ნარევით. დამატებით საკვების მიცემამდე დედებს უთხრეს, შეეთავაზებინათ პატარებისთვის სხვადასხვა პიურე: სტაფილოს, გოგრის და მწვანე მარცვლეულის.