კომპანიის ოფიციალური განცხადება საფრანგეთში კომპანია "ლაქტალიზის" მიერ წარმოებულ პროდუქციასთან დაკავშირებულ სკანდალს (იხილეთ სტატია) საქართველოში "სელიას" წარმომადგენლობა გამოეხმაურა. გთავაზობთ მათ განცხადებას:
"საფრანგეთში წარმოებულ ბავშვთა კვების პროდუქტების რამდენიმე პარტიაში - Picot Lait Picot SL sans Lactose 350 g, Milumel Bio 1 900g, Picot peptide junior sans Lactose 460g აღმოჩენილ იქნა სალმონელა აგონა (Salmonela Agona). სალმონელა იწვევს დიარეას და ცხელებას.
დღევანდელი ინფორმაციით, არ დასტურდება დაბინძურება ბრენდ სელიაში.
მიუხედავად იმისა, რომ იმპორტირებული ყველა დანარჩენი პარტია სრულად შეესაბამება სტანდარტებს და რეგულაციებს „ლაქტალის ინთერნეიშენალმა“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მასიური უსაფრთხოების და თავდაცვის მიზნით პროდუქციის ლაბორატიული კვლევის საბოლოო შედეგების მიღებამდე შეჩერებულ იქნას გაყიდვა, მათ შორის, სელიას პროდუქციისაც.
ამჟამად მიმდინარეობს ყველა პოზიციის ეტაპობრივი შემოწმება. ამ ეტაპზე დანამდვილებით დადგენილია, რომ სელია ექსპერტი 1 და ნუტრიშენ 1 ნომრები უსაფრთხოა. დანარჩენ პოზიციებზე ეტაპობრივად მივიღებთ ინფორმაციას.
კომპანია „ლაქტალის ინთერნეიშენალი“ ბოდიშს იხდის განცხადებით გამოწვეული შეშფოთების გამო".