"ჩემს შვილს ვურჩიე, არ ეკოცნა ხატისთვის, რომ ვირუსი არ გადასდებოდა..." - ბულინგი სკოლებში და მშობლის ჩართულობის თემა
"ჩემს შვილს ვურჩიე, არ ეკოცნა ხატისთვის, რომ ვირუსი არ გადასდებოდა..." - ბულინგი სკოლებში და მშობლის ჩართულობის თემა
1 / 2
Next
ნინო ჟვანია, 43 წლის, თბილისი

„სწორედ იმის გამო, რომ ორი შვილი მყავს, კარგად ვხვდები როგორი ინდივიდუალურია ადამიანის ბუნება. მიუხედავად იმისა, რომ ორივეს ერთი გენეტიკა აქვთ, ერთნაირ გარემოში იზრდებიან და აღზრდის ერთიდაიგივე მეთოდებს ვიყენებ, ბავშვებს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ხასიათი აქვთ. სწორედ აქ არის მშობლის დილემაც - მოაქციოს საზოგადოების მიერ აღიარებულ ქცევის სტანდარტში შვილები თუ პატივი სცეს მათ ინდივიდუალურობას და ბუნებას. მე ეს უკანასკნელი ავირჩიე და აქედან იწყება ჩემი, როგორც დედის ბრძოლა საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების და სასკოლო სისტემის წინააღმდეგ.

ჩემი ორი ბიჭი
ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ხასიათის არიან. უმცროსი უფრო მეტად ბრძოლისუნარიანია, ნაკლებად ემოციური, ტირილით არ გამოხატავს განცდებს, თუ სკოლაში პრობლემა აქვს არ მთხოვს ჩარევას და მის მოგვარებაში დახმარებას, თუმცა ყველაფერს მიყვება, ვცდილობ ყველაფრის საქმის კურსში ვიყო, რომ სწორი და დროული რჩევა მივცე. უფროს ბიჭთან კი საქმე სხვაგავარადაა - ის შედარებით მორცხვია, მორიდებული, ნაკლებ კონტაქტური, ემოციებსაც ხშირად ტირილით გამოხატავს. კონფლიქტის დროს ან როცა შეურაცხყოფას აყენებდნენ იბუტებოდა, ეცლებოდა და ფიზიკურად არასდროს უსწორდებოდა "დამნაშავეს".

სკოლაში რამდენჯემე იყო ბულინგის მსხვერპლი. პირველად ეს მოხდა რელიგიური ფაქტორის გამო. ჩვენი სკოლის შესასვლელში ხატი კიდია და ძალიან ბევრი ბავშვი შენობაში შესვლამდე კოცნის მას.
გრიპის სეზონი იყო და ჩემს შვილს ვურჩიე, არ ეკოცნა ხატისთვის, რომ ვირუსი არ გადასდებოდა (ვიცი, ახლა ეს ფრაზაც ბევრში გაღიზიანებას გამოიწვევს, მაგრამ ჩემი აღზრდის მეთოდები და ჩემი დამოკიდებულება მხოლოდ ჩემი საქმეა). როგორც კი სხვა ბავშვებმა შეამჩნიეს, რომ ის ხატს არ კოცნიდა, უთხრეს შენ ალბათ გეი ხარო. მაშინ პირველად მკითხა ჩემმა შვილმა, დედა რას ნიშნავს გეი? მოგვიანებით, მერკურის სიმღერების მოსმენის გამოც იგივე უთხრეს - ის გეი იყო და შენც გეი გამოდიხარო. ახლახანს წითელი მაისურის გამო დასცინეს - ეს რა ბოზური ფერი გაცვიაო. ეს ხდება 8-10 წლის ასაკის ბავშვებში. მაშინ გავიაზრე, რამდენად სენსიტიური და ტაბუდადებული თემაა რელიგიისადმი დამოკიდებულება. ეს შემთხვევები ხმამაღლა რომ გამეჟღერებინა მშობლებთან ან მასწავლებელთან, მხარდაჭერის ნაცვლად, სავარაუდოდ უფრო მეტ აგრესიას მივიღებდი, რომ მე ჩემს შვილს არასწორ ფასეულობებზე ვზრდი. ალბათ მე თვითონ ვარ უკვე ამ საზოგადოების მსხვერპლი, რადგან მაშინ ამაზე ხმამაღლა ლაპარაკს გაჩუმება და ‘გატარება’ ვარჩიე. პირდაპირ ვიტყვი - შემეშინდა ამ თემას შევხებოდი, სწორი და ადეკვატური რეაგირების იმედი არ მქონდა. მაშინ მივხვდი, რა უნდა მესწავლებინა ჩემი შვილებისთვის - ეს იყო „დაკიდება“. ავუხსენი, რომ საუკეთესო გამოსავალი ამ სიტუაციაში იქნებოდა არ მიექცია ყურადღება ვინ რას ეუბნება. ვეუბნებოდი, რომ ყოველთვის და ყველგან არიან ადამიანები რომლებიც რაღაც ჯგუფს აღიზიანებს, არ მოსწონს, ზოგიერთი დასცინის კიდეც, მაგრამ ამის გამო არც უნდა ინერვიულო და არც უნდა შეიცვალო. ვასწავლიდი, რომ ვინც რამის გამო დაგცინებს ის თვითონ იქცევა ‘ცუდად’, ‘არასწორედ’ და იმან უნდა შეცვალოს თავისი ქცევა და არა შენ, რომ ნორმალურ საზოგადოებაში სხვისი დაცინვა არაა მიღებული და თუ დროზე არ გადაეჩვევა იმას უფრო შეექმნება მომავალში პრობლემები. ჩემთვის მთავარია ჩემი შვილი არ დაკომპლექსდეს და არც კონფლიქტში შევიდეს ვინემსთან ასეთი სიტყვების გამო. მე მას უნდა ვასწავლო „გატარება“, „დაკიდება“, ამაზე „არნერვიულობა“ და მთავარი - ამის გამო ჩხუბი არ დაიწყოს.“

ბრძოლა საზოგადოებრივ აზრთან
„ფესბუქზე მეგობრების საკმაოდ დიდი წრე მყავს, ამიტომ ჩემს გამოცდილებას, კონკრეტული შემთხვევების განხილვას ფეისბუქზე სულ ვწერ. მაინტერესებს მათი რჩევებიც, მათი გამოცდილება და სამწუხაროდ, უმრავლესობისგან წამოვიდა კრიტიკა: ნინო ბიჭებს ზრდი და როგორ ზედმეტად ერევი მათ ცხოვრებაში, ძალიან დაფოფინებ თავზე, აი დედებს ეს გახასიათებთ, ასე თუ გააგრძელე „დედიკოს ბიჭი“ გამოვა, ბიჭს აფუჭებ, ყოველთვის შენი კალთა გადაფარებული ხომ ვერ იქნება, უნდა მიაჩვიო თვითონ გაუმკლავდნენ პრობლემებსო. ბევრისგან ერთიდაიგივე ფრაზა მესმოდა, „ბიჭი უნდა გაზარდო მგლად“. არადა ამ ასაკშივე ეტყობა ჩემს შვილს, რომ ის მგელი არ არის და ვერც გახდება. გამოდის ძალით უნდა დავიწყო მასში ამ უნარების გამომუშავება. გამოდის, რომ როცა იბუტება, როცა ეტირება - უნდა ვუთხრა რომ ეს არასწორია? ან უარესი, ვუთხრა, რომ ეს სირცხვილია და ‘ნამდვილი ბიჭები’ ასე არ იქცევიან? და ამით გავუჩინო მრავალი კომპლექსი - რომ ის არავის მოსწონს, რომ ის დედასაც არ მოსწონს (!), რომ ის ყველაფერს არასწორად აკეთებს, რომ ის ბოლომდე ისეთი ვერ არის როგორიც უნდა იყოს, რომ რასაც ის გრძნობს იმ მომენტში და ამას გამოხატავს ეს სირცხვილია და თავის თავს უნდა ებრძოლოს, თავისი თავი უნდა შეცვალოს? ზოგი იმასაც მირჩევდა კარატეზე ატარე და თავს არავის დააჩაგვრინებსო, მუშტს მუშტი უნდა დაახვედროს, იმიტომ რომ ბიჭია და კაცად უნდა გაზარდოო. არსებობს ეს „ნამდვილი კაცის“ სტერეოტიპი ჩვენს საზოგადოებაში და გაიძულებენ იმას მოარგო ბავშვი. მე კი დარწმუნებული ვარ, რომ მის ინდივიდუალურობას ახლა თუ გავაკრიტიკებ და ქცევის ალტერნატიულ წესებს მოვთხოვ ამის სავალალო შედეგებს როცა გაიზრდება მაშინ დავინახავ. მორევაზე დაფუძნებული მეთოდები ჩემთვის მიუღებელია, რადგან ვიღაც ვიღაცაზე ყოველთვის უფრო ძლიერია, ვიღაცას უკეთესი იარაღი ექნება ან სულაც უფრო მოხერხებულია ან ძლიერი ნათესავი ყავს. ძალაზე დაფუძნებული გარჩევები როგორც სრულდება ამას ჩემი თაობა მაინც ხომ დიდი ხანია ვუყურებთ და ბოლო შემთხვევის მომსწრეები წინა კვირას ყველა ერთად გავხდით“.
გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე
1 / 2
Next
10563
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (5)
მაია
0
დღეს როგორც გავიგე, ჩემი ერთი ნაცნობის შვილი ბიჭი სკოლაში არ დადიოდა იმიტომ, არ ეყურებინა, ბიჭები სხვებს როგორ ამცირებდნენ. ამისთვის მან საქართველოსთვის რთული გზა აირჩია, სკოლის დაუმთავრებლად გახდა წარმატებული პროფესიონალი, ახლაც სწავლობს. მიზეზით ასე არასდროს დავინტერესებულვარ, მოვლენების გამო ვკითხე. ეს უკვე მეექვსე ( ! ) შემთხვევა არის, როცა მესმის, ბავშვმა სკოლა არ დაამთავრა მხოლოდ იმიტომ, რომ სხვების ჩაგვრის ყურება არ უნდოდა. ჩემს ბავშვობაში, ჩემს სტუდენტობაში, ჩემი მუშაობის პერიოდში, ოჯახობანაში ჩაგვრასთან სერიოზული შეხება მქონია, მაგრამ ჩემი ტოლები თუ გაზრდიდნენ ბავშვებს, რომლებიც კლასელებს მუსიკოსის მოსმენისთვის ჩაგრავენ და დევნიან, ამას ვერ წარმოვიდგენდი. მხოლოდ შეყოფა და შობა არის საქმე, სხვებს უმტკიცებენ, რომ ბიოლოგიური არსებობა შეუძლიათ? ამ შვილებმა რომ სახელმწიფო უნდა შექმნან, როცა თქვენ ჯოხით პენსიაზე ივლით, ამას ფიქრობთ? ჩემთვის, როგორც დედისთვის უდიდესი ცხოვრებისეული დარტყმა იქნებოდა, ჩემს შვილს რომ სხვისი შვილი საყვარელი მომღერლისთვის და ჩაცმის გემოვნებისთვის, თუ სიმშვიდისთვის ეცემა და ედევნა. ეს იქნებოდა ჩემი, როგორც მშობლის აბსოლუტური სიკვდილი! რა გამოდის, რომ ბავშვები, რომლებსაც სხვისი დამცირება არ უყვართ, სხვისი მოკვლა, ცემა, თუ დევნა არ უნდათ, საქმისა და რაიმე უფრო აზრიანის სწავლა უნდათ, უფრო ხშირად არ ამთავრებენ სკოლას, უმაღლესს და ამიტომ რჩებიან რთულ სიტუაციაში, ვიდრე ვისაც სახლში დევნას და ჩაგვრას ასწავლიან? კაცი მგელი უნდა იყოსო, შვილებს და მოსწავლეებს რომ ასწავლით, საერთოდ იცით მგლის თვისებები? გინახავთ მგელი, რომელიც გარშემო ყველაფერს უაზროდ ხრავდეს, გინახავთ მგელი, რომელიც საკუთარ საზღვარს არ იცავს, გინახავთ მგელი, სხვა მგლების ქალებსაც და კაცებსაც რომ დასდევს, ოღონდ თავი დაარწმუნოს, მგელია? გინახავთ მგელი, რომელიც საკუთარ მოდგმას წირავს და არ იცავს? მე ასეთი მგელი არ გამიგია, ასეთი მგელი ბუნებაში არ არსებობს. ასეთი არის მხოლოდ ვერაგი და მშიშარა ტურა, მგელი კი არ არის. რისთვის იზრდება ამდენი ბავშვი, მხოლოდ იმაში შესაჯიბრებლად, რამდენ ხინკალს შეჭამს ერთ ჯერზე და რამდენს დააშინებს? დღეს ძალიან მეჩქარება, მაგრამ კიდევ ერთი სტატია წავიკითხე, სადაც მშობელი წერდა, როგორ აძალებენ მის შვილს მგლობას, სინამდვილეში ტურობას, აძალებენ სკოლაშიც, უბანშიც და არაფრით უნდა. ომის შემდეგ, ბებიაჩემს ეძახოდნენ მგელს, რომელიც ქალიშვილებს ასწავლიდა, თავი არ უნდა გაეყიდათ. ოღონდ, მართლა ეძახოდნენ...
00:03 / 17-12-2017
ქრისტიანი
0
ღმერთო დიდებულო, როგორი ურწმუნონი ვართ, კომუნისტები მოდიან ისევ? (ურწმუნოება კი უდიდესი ცოდვა: იოანე 16, 7-11) როგორ შეიძლება ვირუსი გადაგვედოს ხატიდან. ხატზე არის სულიწმინდის მადლი, რომელიც არის ღმერთი -ჭეშმარიტი მკურნალი, თუ წამლები კურნავს ე.ი ღვთის ნებაა ასეთი, არანაირი წამალი და მკურნალობა არ იმოქმედებს თუ ქრისტეს ნება არ იქნა. უმთავრესი თუ ქისტიანები გვქვია და ქართველები და არა ფარისევლები, გვიხაროდეს უნდა თუ ხატის, ჯვრის და ქრისტეს სიყვარული გამო, რამე განსაცდელი შეგვხვდება. ასე აკეთებდნენ ჩვენი დიდი წინაპრები, ხატებს რომ თაყვანი სცეს ამისთვის ეწამა ლამის მთელი თბილისი ასი ათასი მოწამე, რადგან ღმერთმაც ასე გააკეთა ჩვენი სიყვარულის გამო ჯვარს ეცვა და ხარობს როცა სიყვარულში მას ვემსგავსებით. ამიტომ უნდა ვეცადოთ სულ ცოტათი მაინც დავემსაგავსოთ ქრისტეს რომ შეგვეძლოს ღმერთთან ყოფნა, რადგან სამოთხე - ღმერთთან ყოფნაა. სწორედ ამიტომაც ჩვენი სიცოცხლის არსია შევიცვალოთ ღმერთისკენ, რადგან როგორც წესი გმირებად არ იბადებიან და რაც უფრო დიდი იქნება შრომა, მით უფრო დიდი იქნება ჯილდო. გარდა ამისა ბავშვმა ისიც უნდა "დაიკიდოს" თუ მეგობარს ჩაგრავენ? ხმა უნდა ავიმაღლოთ სიყვარულისთვის და არა სიძულვილისთვის, რომ სიმხდალედ არ გვექცეს, რომელიც არის დიდი ცოდვა. ამიტომ მჭირდება სიმამაცე და არაფრის შიში არ არის საჭირო, გარდა ცოდვისა (ბავშვისთვის ბოროტი საქციელისა) და არ არსებობს პრობლემა ამ ქვეყნად აღსარებით და ზიარებით, რომ არ გამოსწორდეს.
16:31 / 16-12-2017
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?