"რაც შეგეხებათ "პონტის გამო ჩემთან მყოფ ადამიანებს..." თამუნა მუსერიძე მეორე შვილის მოლოდინშია. მიუხედავად რთული ორსულობისა, მუშაობს და ცდილობს აქტიურად იცხოვროს. ზუსტად ამ პერიოდს დამეთხვა ისიც, რომ თამუნამ ბებია-ბაბუისეული ბინა გაყიდა და საცხოვრებლად ახალ სახლში გადავიდა. დამეთანხმებით, რომ ეს მარტივი პროცედურა არაა, მით უმეტეს ორსული ქალისთვის. კი ამბობენ, რაც არ კლავს აძლიერებსო, მაგრამ ამჯერად თამუნა მის ფეისბუქპოსტში მეგობრების მხარდაჭერასა და გვერდით დგომაზე წერს, რაც ყველაზე კარგად სწორედ რთულ სიტუაციებში ჩანს და გჭირდება.
"ვალები დამიგროვდა და ბებიის ბინა გავყიდე..." - თამუნა მუსერიძე ახალ სახლში გადავიდა
“ბავშვი ჯერ არ დაბადებულა და უკვე ბევრი რამე (ვინმე) მასწავლა და დამანახა... საჭირო იყო 3-თვიანი წოლითი რეჟიმი, პირველ ტრიმესტრში მძიმე ორსულობა, ექოდან ექოზე სირბილი და საავადმყოფოში დაწოლა. ვინც არ იყო "ნამდვილი მეგობარი" ავტომატურად გაქრა. ვისაც მართლა გულით ვუყვარდი, პირველივე წუთიდან ჩემთან გაჩნდა. საკუთარი ხელით მიკეთებდნენ საჭმელს, მოჰქონდათ საწოლში, სახლს მილაგებდნენ, სამსახურში მაცილებდნენ და იქიდან დაბრუნებულს გულის ფანცქალით მხვდებოდნენ, ამდენი ხანი რომ იმუშავე, რამე ხომ არ მოხდაო. ყველას დიდი მადლობა მინდა გითხრათ გვერდში დგომისთვის. მე თუ ვერა, სიკეთეს ღმერთი აუცილებლად დაგიბრუნებთ. რაც შეგეხებათ "პონტის გამო ჩემთან მყოფ ადამიანებს" , ირმა ინაშვილს დავესესხები: ყველას გიმახსოვრებთ”...
თეკლა ჟვანია