გთავაზობთ 10 საჩუქრის იდეას, რომელიც არასოდესაა წამგებიანი.
ახლოვდება ახალი წელი და იწყება სადღესასწაულო ნევროზი: რა ვაჩუქოთ შვილებს, რომლებსაც ისედაც ყველაფერი აქვთ? ჩვენ ზუსტად ვიცით, დღესასწაული - ეს საჩუქრებია! გთავაზობთ 10 საჩუქრის იდეას, რომელიც არასოდესაა წამგებიანი.
1. სამაგიდო თამაშები
დღეისათვის, სამაგიდო თამაშების უამრავი ვარიანტი არსებობს. ესენია სტრატეგიული თამაშები, ლოგიკური, „ერუდიტი“, „ასოციაციები“, „მონოპოლია“ ან საგამოძიებო თამაშები. ერთი სიტყვით, არჩევანი დიდია. თუ სახლში 2 ან მეტი ბავშვი გყავთ, სამაგიდო თამაში - იდეალური გამოსავალია!
2. საკარნავალო კოსტიუმები
თქვენს პატარას აუცილებლად ეყოლება მულტფილმის ან ზღაპრის საყვარელი პერსონაჟი. მისი კოსტიუმი კი მას ძალიან გაახარებს.
3. კონსტრუქტორები
კონსტრუქტორებიც სხვადასხვა სახეობის არსებობს. რკინის, პლასტმასის, მუყაოს და ა.შ. ის ყველა ბავშვს უყვარს.