რას პასუხობს ბრალდებებს "ბერი ანდრიას ფონდი" 7 წლის ლიზი ტორჩინავას სიცოცხლე საფრთხეშია. რამდენიმე წლის წინ, გოგონას ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინეს, მდგომარეობა მძიმეა. საქართველოში და თურქეთში ჩატარებული ოპერაციებით ვერაგი დაავადება ვერ დაამარცხეს. ლიზი 12 თვის მანძილზე ქიმიოთერაპიის კურსს იტარებდა, მაგრამ ოჯახმა რამდენიმე კვირის წინ, ოპერაციის გასაკეთებლად გერმანიაში წაიყვანა. ბოლო ოპერაცია ბავშვს რამდენიმე საათის წინ ჩაუტარდა, ის ახლაც ნარკოზის ზემოქმედების ქვეშაა.
ლიზი ტორჩინავას ოჯახი წარუმატებელ მკურნალობაში ექიმს და "ბერი ანდრიას ფონდს" ადანაშაულებს. უფრო დეტალურად ამის შესახებ, AMBEBI.GE-ს ლიზის ბებია, ნაილი ტორჩინავა ესაუბრა.
- ბავშვს ორი წლის წინ წანაზარდი გაუჩნდა თავზე და "ნიუ ჰოსპიტალში" ოპერაცია გაუკეთეს. გამოკვლევის გარეშე ჩატარდა ოპერაცია, სამ დღეში გაწერეს სახლში. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ისევ გაუჩნდა წამონაზარდი თავზე, ისევ გაუკეთდა ოპერაცია. მაგრამ მდგომარეობა გაუარესდა, ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. შოკში ჩავვარდით... სასწრაფოდ დავურეკე თემურ ჭყონიას, რომელმაც თანხა ჩაგვირიცხა და თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში წავიყვანეთ ლიზი. თურქი ექიმები შეშფოთდნენ, როგორ შეიძლებოდა გამოკვლევების გარეშე ოპერაციის გაკეთებაო. ქართველმა ექიმმა კი განაცხადა, თითქოს ოჯახმა თქვა უარი ბავშვის გამოკვლევებზე და პირდაპირ ოპერაციას დათანხმდა.
დახმარებისთვის "სოლიდარობის ფონდს" მივმართეთ, ლიზის დედა "ბერი ანდრიას ფონდშიც" იყო. ბავშვს თურქმა ექიმებმა, ოპერაციის შემდეგ დაუნიშნეს, ქიმიოთერაპია. გადაწყდა რომ ეს პროცედურა საქართველოში ჩატარდებოდა. "ბერი ანდრიას ფონდის" წარმომადგენელმა შეახვედრა ბავშვის მშობლები ექიმს, რომელიც ფონდთან თანამშრომლობს და 12 თვის მანძილზე ლიზის ქიმიოთერაპია უტარდებოდა. მაგრამ მდგომარეობა კი არ გამოსწორდა, პირიქით გაუარესდა და ამის გამო გერმანიაში წავიყვანეთ ბავშვი.
- გერმანელი ექიმებისგან რა პასუხები მიიღეთ?
- ბავშვს ქიმიოთერაპიის შედეგად დამწვარი აქვს საკვერცხეები და ვენები. თვალიც ცუდ დღეში აქვს. ქიმიოთერაპიის დაწყებამდე უნდა დაეკონსერვებინათ საკვერცხე და ეს არ გააკეთეს. გერმანელი ექიმი ითხოვს იმ წამლების დასახელებას, რომელიც უკეთდებოდა ბავშვს და "ბერი ანდრიას ფონდი" არ გვაძლევს ამ ჩამონათვალს. ლიზის თუ რამე დაემართება ქვას ქვაზე არ დავტოვებ! განაგრძეთ კითხვა