"რაღაცნაირად შემოტრიალდა, შეიძლება გაქცევა უნდოდა. ამ დროს მოხვდა ჩემი ხელი" პირველი კლასის მოსწავლეს საკუთარმა მასწავლებელმა ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. შემთხვევა ქუთაისის ნომერ მეცამეტე საჯარო სკოლაში მოხდა. მშობლებმა დაინახეს, როგორ გამოვიდა კლასიდან ბავშვი დასისხლიანებული. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევა 3 დღის წინ მოხდა, ბავშვს ახლაც ეტყობა ყელზე სისხლჩაქევა და ნაკაწრები.
მასწავლებელი ამბობს, რომ სასწავლო პროცესის დასასრულს ბავშვები დაღლილები იყვნენ და ძალიან ხმაურობდნენ, სიტუაციის გამოსწორებისთვის მან ერთ-ერთი მოსწავლის კუთხეში დაყენება გადაწყვიტა. მისივე თქმით, ბავშვს ფიზიკური დაზიანებებიც სწორედ ამ დროს "შემთხვევით" მიაყენა.
"ვუთხარი, დამნაშავე ხარ და უნდა დაგსაჯო, წადი კუთხეში-თქო. არ წავიდა, ხელი მოვკიდე, ამ დროს რაღაცნაირად შემოტრიალდა, შეიძლება გაქცევა უნდოდა.
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
ამ დროს როგორც ჩანს, მოხვდა ჩემი ხელი კისერზე. რომ დავინახე, ცუდად გავხდი" - ამბობს პედაგოგი გადაცემა "პოსტკრიპტუმთან" საუბრისას. საპატრულო პოლიცია მანდატურმა გამოიძახა.
"ბავშვი კლასიდან დასისხლიანებული, ყელ-გამოღებული გამოვიდა, რა ჯიშის ცხოველმა გააკეთა ეს?" - განუცხადა გადაცემის ჟურნალისტს სატელეფონო საუბარში ერთ-ერთმა თვითმხილველმა მშობელმა.
70 წლის მასწავლებელს პედაგოგობის 38-წლიანი გამოცდილება აქვს.
საქმე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სსსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით აღძრა, რაც სისტემატურ ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფსიქიკური ან ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ მძიმე შედეგი არ მოჰყოლია. ეს მუხლი 2 დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან შეზღუდვას ითვალისწინებს.