8 თვის ორსულმა ნათია დუმბაძემ ქმარს ამერიკაში ჩაკითხა - მშობლები

8 თვის ორსულმა ნათია დუმბაძემ ქმარს ამერიკაში ჩაკითხა

2017-12-25 08:41:35+04:00

ვინ აჩუქა იუბილეზე ორიგინალური ტორტი მომღერალი ნათია დუმბაძე შვილის მოლოდინშია. მეორე ორსულობა მარტივი არ ყოფილა - ტოქსიკოზის მიუხედავად მომღერალი აქტიურად მუშაობდა, ამას ემატებოდა ისიც, რომ მისი მეუღლე ბაჩო ბატატუნაშვილი მთელი ამ ხნის განმავლობაში მის გვერდით არ იმყოფებოდა და ცოლის ორსულობას ფაქტობრივად ინტერნეტიდან ადევნდებდა თვალყურს. რასაკვირველია, ნათიას უჭრიდა ქმრის გარეშე ყოფნა და ამას ჩვენთან ინტერვიუშიც აღნიშნავდა, თუმცა შვილი 9 წლის დუდუ და მეგობრები მუდამ გვერდით ედგნენ და მოწყენის საშუალებას არ აძლევდნენ. მაგალითად, ნათიას დაბადების დღეზე სიურპრიზი მოუწყვეს, სახლში ღამით მოულოდნელად ეწვივნენ და გაახარეს, მეორე დღეს კი იუბილე აღნიშნეს და ნამდვილად დასამახსოვრებელი ტორტიც გაუკეთეს.

ასეთი რთული პერიოდის შემდეგ, 8 თვის ორსულმა დუმბომ მოახერხა და მეუღლესთან ამერიკაში ჩავიდა. ბედნიერი წყვილი შობას ქვიშიანი სანაპიროდან გვილოცავს და ულამაზეს ფოტოებს აქვეყნებს.

mshoblebi

როგორ ატარებს ნათია დუმბაძე მეორე ორსულობას ქმრის გარეშე და როგორ ებრძვის ტოქსიკოზს

mshoblebi

თეკლა ჟვანია