რატომ გადაიპარსა თავი კლარამ "ჩემი ცოლის დაქალებიდან" - "არ მინდოდა გარეთ გასვლა, ხალხთან კონტაქტი..."
რატომ გადაიპარსა თავი კლარამ "ჩემი ცოლის დაქალებიდან" - "არ მინდოდა გარეთ გასვლა, ხალხთან კონტაქტი..."
1 / 2
Next
ბოლო დროს ბევრმა მსახიობმა, რომლებიც უკვე წლებია თეატრის სცენაზე დგანან, პოპულარობა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მეშვეობით მოიპოვა. მსახიობი თამუნა აბშილავაც ქართველმა მაყურებელმა სწორედ ამ სერიალიდან გაიცნო. მსახიობი სერიალში კლარას, იგივე კლაოს როლს ასრულებს, რომელიც მაჭანკალია და წყვილებს დაოჯახებაში ეხმარება. რეალურ ცხოვრებაში მხასიობი თავისი პერსონაჟისგან სრულიად განსხვავდება, თუმცა ეს როლი იმდენად კარგად მოირგო, რომ ხშირად როლიდან გამოსვლა უჭირს.

- სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი ვარ. 1994 წელს დავამთავრე თეატრალური
ინსტიტუტი. ამის შემდეგ გარკვეული პერიოდი დავრჩი ინსტიტუტში რეჟისორის ასისტენტად. ვმუშაობდი მარიონეტების თეატრში. ამის მერე ძალიან დიდი წყვეტა მქონდა. გახსოვთ ალბათ, რამდენად მძიმე პერიოდი იყო, სასაცილო ხელფასები იყო თეატრებში არათუ რეგიონში, არამედ თბილისშიც. იმ პერიოდში სხვადასხვა საქმიანობით ვიყავი დაკავებული. სამი წელია დავბრუნდი სენაკში და ჩემს მშობლიურ თეატრში.

- რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თქვენს ცხოვრებაში თეატრს?
- თეატრი არის ჩემი ცხოვრების ძირითადი ნაწილი. მე სხვა პროფესია არ მაქვს, თუმცა იყო პერიოდი, როცა სხვა პროფესიებიც შევითავსე. ვიყავი მენეჯერი, ტელეწამყვანი და ა.შ. თუმცა თავს ისე კომფორტულად
არსად არ ვგრძნობდი, როგორც თეატრში. ზოგადად დაუძლეველი და უსწავლელი არაფერი არ არის. მით უმეტეს, როცა კედელთან ხარ მიმწყვდეული და სხვა გამოსავალი არ არის, ამ დროს ძალიან ბევრი რამის კეთება შეიძლება. იყო პერიოდი როცა მაღაზიაშიც ვმუშაობდი გამყიდველად. არანაირი შრომა სათაკილო არ არის. სათაკილო არის ის, როცა ზრდასრული ადამიანი მშობლებს შეჰყურებ ხელში და მათზე ხარ დამოკიდებული.
ჩვენი პროფესია ძალიან დიდ მსხვერპლს მოითხოვს, ამიტომ თუ მიიღე გადაწყვეტილება, რომ ამ საქმეს უნდა ემსახურო, ეს მსხვერპლიც უნდა გაიღო.
mshoblebi
- როგორც აღნიშნეთ, რთულ პერიოდში მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ თეატრალურზე ჩაგებარებინათ. ამ დროს არც ისე პერსპექტიული იყო მსახიობის პროფესია. ოჯახი როგორ შეხვდა თქვნს გადაწყვეტილებას?
- არანაირი წინააღმდეგობა არ მქონია. საერთოდ მაქვს ეს ბუნება, თუ მე გადავწყვიტე რაღაც, მყარად ვდგავარ ამ გადაწყვეტილებაზე და რთულად, რომ ვინმემ შემაცვლევინოს აზრი. ვთვლი, რომ დღეს ბევრად მეტი მექნებოდა გაკეთებული ჩემს პროფესიაში, მაგრამ რაღაც პერიოდი თითქოს იმედი დავკარგე, ხელები ჩამოვყარე. ყოველთვის ვერ ხარ იმ განწყობაზე, იბრძოლო, ანგრიო კედლები. ძალების მობილიზება სჭირდება ამას, რაღაც მომენტში ვერ გავუძელი და იოლი გამოსავლის ძებნა დავიწყე. ზუსტად ვიცი, მაშინ ამ სირთულეებისთვის რომ გამეძლო, დღეს ჩემს პროფესიაში ბევრად მეტი მექნებოდა გაკეთებული და ბევრად პროდუქტიული იქნებოდა ჩემთვის გასული წლები, როგორც არტისტისთვის. ეს მარტო ჩემი აზრი არ არის, ეს არის იმ ადამიანების აზრი, ვისთანაც მიმუშავია, რეჟისორების, შემფასებლების, ოჯახის წევრების და მაყურებლის. ჩემი მშობლები ადრეულ ასაკში გარდაიცვალნენ და ამან ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩემზე. მქონდა საშინლად დეპრესული პერიოდი, არ მინდოდა გარეთ გასვლა, ხალხთან კონტაქტი. ეს თვეობით გრძელდებოდა, მაგრამ ერთ დღესაც ვთქვი, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა, ფეხზე უნდა დავმდგარიყავი და ასეც მოხდა. მე დავძლიე ეს წინაღობა.

- „ჩემი ცოლის დაქალებში“ როგორ მოხვდით?
- “ჩემი ცოლის დაქალებში“ მოვხვდი ქასთინგით. თებერვლის თვეში მიმიწვია ზუგდიდის თეატრმა კონტრაქტით ერთ-ერთ სპექტაკლზე სამუშაოდ. სწორედ ამ დროს ჩავიდა სენაკში ფორმულა კრეატივის ჯგუფი მსახიობის შესარჩევად. ქასთინგის ხელმძღვანელი იყო ქალბატონი ეკა მჟავანაძე. ჩვენ სენაკში ავცდით ერთმანეთს, რადგან მე უკვე ზუგდიდში მივდიოდი და ვერ მოვახერხე ქასთინგზე მისვლა. მეორე, მესამე დღეს ზუგდიდში გადმოინაცვლეს. ორი ეპიზოდური როლისთვის არჩევდნენ მსახიობებს. ერთ-ერთი იყო მაჭანკალი, რომელიც დღემდე შემორჩა სერიალში. ორივე როლს მოვერგე, მაგრამ მაჭანკლის როლზე დამამტკიცეს. მე ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება, ასეთ ხარისხიან, რეიტინგულ სერიალში მიმეღო მონაწილეობა. მემუშავა ასეთ ძლიერ გუნდთან. ქეთი დევდარიანის ფანტაზიას საღვარი არ აქვს, არ ელევა იდეები და ყველაფერი შეიძლება დაწეროს, თან ძალიან ზუსტად და სწორად. ადამიანი, რომელსაც შეხება არ ჰქონია სამეგრელოსთან და მხოლოდ რამდენჯერმეა იქ ნამყოფი, ისე წერს სცენარს მეგრელებზე, თითქოს ხუთი თითივით იცნობს მეგრელ ხალხს და მთელი ცხოვრება სამეგრელოში აქვს გატარებული.
გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე
1 / 2
Next
38016
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (6)
მარი
1
საუკეთესოდ აქვს მისი როლი გათავისებული. მომწონს ეს გოგო.
21:39 / 26-12-2017
პასუხი "status quo"-ს
0
არადა მე-12 საუკუნე სრულებითაც არ არის სიბნელის პერიოდი საქართველოში, პირიქით ამ და წინამორბედ საუკუნეზე გიორგი კედრენე ამბობს: "და გამოვედით რომ გვეხილა აწ ვარსკვლავები" )))) ისე კომენტარის დედააზრში "status quo"-ს ვეთანხმები თუ საუკუნეს შეცვლის ))) მრავალ შობა-ახალ წელს!!!
17:18 / 26-12-2017
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?