ასეთ სიურპრიზს არავინ ელოდა - არც დედა და არც ექიმები (იხილეთ ფოტო) სამანტა ლაისი და მისი ქმარი ჯეისონ დუმბსი წლები ოცნებობდნენ შვილზე, თუმცა წარუმატებლად. ბოლოს და ბოლოს, 9 თვის წინ დაინახეს ნანატრი ზოლები ტესტზე. შემდეგ ჩვეულებრივ, ნორმალურად მიმდინარეობდა ორსულობა, საკეისრო კვეთა ჩატარდა და... "თქვენ ქალიშვილი გყავთ!"
თუმცა ბებიაქალები არა მხოლოდ აღტაცებას გამოხატავდნენ ბავშვით, არამედ გაოცებასთან და ერთმანეთს ჩასჩურჩულებდნენ, რომ "ასეთი რამ ჯერ არ უნახავთ".
ბავშვი ორი პატარა კიჭით დაიბადა. პატარა ელა-როუზს ისეთი კიჭები აქვს, როგორიც ყველა სხვა ბავშვს საშუალოდ ექვსი თვის ასაკში ამოსდის. ეს შემთხვევა იმდენად იშვიათია, სტატისტიკაც კი არ არსებობს.
ახლა ახალგაზრდა დედამ არც იცის, როგორ მოიქცეს. გასაგები მიზეზების გამო, გამოირიცხა ძუძუთი კვება. და ალბათ კვებისა და მოვლის სხვა დეტალებიც, ამ სიურპრიზის გამო, სხვა ახალშობილებთან შედარებით განსხვავებული იქნება.