როგორ უმკლავდება დედა 10 შვილის მოვლას - უფროსი შვილი არ ეხმარება, ქმარიც სულ სამსახურშია...
როგორ უმკლავდება დედა 10 შვილის მოვლას - უფროსი შვილი არ ეხმარება, ქმარიც სულ სამსახურშია...
დედები, შეიძლება ითქვას, ერთ ენაზე საუბრობენ. მნიშვნელობა არა აქვს, დედა ფრანგია, იტალიელი თუ ქართველი  - ყველასთვის რთულია შვილების გაზრდა და მითუმეტეს, 10 შვილის.
38 წლის ალექსისი სწორედ ასეთი შემთხვევაა. მასაც ისეთი ორომტრიალი აქვს სახლში, როგორც ნებისმიერ მრავალშვილიან ქართველ დედას, თუმცა იმდენად ყოჩაღად უმკლავდება ამ საქმეს, რომ მისით ალბათ, ქართველი დედებიც მოხიბლულნი დარჩებიან. რეტმა ბრიტანულ გამოცემას უამბო, თუ როგორი დამღლელი დღის რეჟიმი აქვს მას. ბევრი თვლის, რომ ქალის მთავარი მოვალეობა დედობაა. თუ ეს ასეა, მაშინ ბრეტმა თავისი მოვალეობა შეასრულა და გადააჭარბა კიდეც.
mshoblebi
მას 10 ბიჭი ჰყავს. უმცროსი - 7 თვისაა, ხოლო უფროსი -
16 წლის. ალექსის გამუდმებით ეკითხებიან, თუ როგორ ახერხებს ის ამხელა ოჯახის მოვლას.

ბრეტის სიტყვებით, დევიდი არ ეხმარება მას ბიჭების მოვლასა და საოჯახო საქმიანობაში, რადგან დღედაღამ მუშაობს. ის მატარებლის მემანქანეა.
mshoblebi
ალექსისი დილით 5:30 საათზე დგება, რათა თავი მოიწესრიგოს. შემდეგ აღვიძებს ბავშვებს, ასაუზმებს და მიჰყავს სკოლასა და ბაღში.

ყველაზე რთული საქმიანობა მისთვის სახლის დალაგებაა, მათ შორის 5 საძინებლის დასუფთავება, სადაც ყველაფერი მიყრილ-მოყრილია. იმისათვის, რომ სისუფთავე შეინარჩუნოს, ყოველდღე 5-ჯერ რთავს სარეცხის მანქანას და 7-ჯერ ასუფთავებს ოთახებს მტვერსასრუტით.
mshoblebi
500" style="border: 0px;" />
ადვილი წარმოსადგენია, რამდენი თანხა ესაჭიროებათ ელექტროენერგიის გადასახდელად.

გარდა ამისა, ბრეტს არ შეუძლია მოდუნდეს და ისე მიიღოს აბაზანა. მისი სიტყვებით, ის ვერ აძლევს თავს უფლებას მიიღოს ასეთი ფუფუნება, რადგან აბაზანაში შესვლიდან 5 წუთში რომელიმე ბავშვი აუცილებლად დაუკაკუნებს. თუ ასეთი დიდი ოჯახის მქონე დიასახლისებს იცნობთ, რომლის მაგალითიც სხვებისთვის საინტერესო და შთამაგონებელი აღმოჩნდება, გაგვიზიარეთ კომენტარებში.
5302
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
dali
0
მე ის უფრო მაღელვებს, ათ ბიჭში 1 გოგო რომ არ ეყოლა :( ბრავო ამის ქალობას!
17:40 / 09-01-2018
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?