გამაოგნებელი ფოტოები - ცნობილი ვიდეოს ბავშვები სიგარეტით, ღვინის ჭიქით, ყავითა და... თოფით ხელში... ბლოგერმა და ჟურნალისტმა ნენე დალაქიშვილმა ცნობილი ვიდეოს მონაწილე ბავშვისა და მისი ოჯახის შესახებ ახალი ინფორმაციები მოიძია - ფოტოების სახით. გამაოგნებელ ფოტოებს ტექსტიც ახლავს:
"რაღაცნაირად შევეცადე ბავშვების სახის დაფარვას...
გოგო ასე 2 წლის და ბიჭი, რომელიც იმ ცნობილ ვიდეოში ვიხილეთ.
არ ყოფილა ეს ერთჯერადი შემთხვევა - ბავშვებს პერმანენტულად სიგარეტს აწევინებენ, ასმევენ და ჯანმრთელობას უსპობენ.
მგონი, მშობლები მკაცრად უნდა გააფრთხილონ და სოციალური სამსახური ცოტა ხნით უნდა ჩაუსახლდეთ, რომ ამ არსებებმა პასუხისმგებლობა იგრძნონ და მომავალში ვერც სხვამ გაბედოს ასე მოქცევა".
"სტუმრებიდან ერთ-ერთმა, სიგარეტი "ერთჯერადად" გაასინჯა" - რას ამბობს სიგარეტით მოთამაშე ბავშვის დედა