გადაწყვეტილებას იღებს სოციალური მუშაკი პატარა ბავშვისთვის სიგარეტის მოწევის ფაქტმა(იხილეთ ვიდეო) რამდენიმე მტკივნეული და პრობლემური საკითხი წამოწია წინა პლანზე, მათ შორის, მშობლისთვის შვილის ჩამორთმევა. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საზოგადოების აზრი იყოფა და დიდი ნაწილისთვის სადაო ხდება, როდის და რატომ უნდა ჩამოაცილონ შვილი იჯახს.
mshoblebi.ge-დაუკავშირდა სოციალური მომსახურების სააგენტოს, სოციალურ მუშაკს ნინო ტყეშელაშვილს აქტუალურ კითხვებზე პასუხის მისაღებად.
- პატარა ბავშვებისთვის სიგარეტის მოწევის არაერთი ფაქტი გამოვლენილა, ასეთ შემთხვევაში რა ღონისძიების გატარება ევალება სოციალურ მუშაკს და რა პასუხისმგებლობა ეკისრება მშობელს ?
-ასეთ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს იმას, რამდენად აცნობიერებს მშობელი, რომ ასეთი ქცევა ბავშვისთვის არის საზიანო. კონკრეტულ
შემთხვევაში ჯერჯერობით, რაც გამოიკვეთა მშობლებთან ერთჯერადი გასაუბრებით, ისინი ვერ აცნობირებდნენ ამ საქციელის სიმძიმეს, შესაბამისად, ჩვენ ვიმუშავებთ იმისათვის, რომ აუმაღლდეთ ცნობიერება, გაიგონ, რას ნიშნავს ბავშვის პოზიტიური აღზრდა, კარგი მშობლობა. თავის მხრივ ბავშვის მშობლები მზად არიან ითანამშრომლონ, აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე საქმე უნდა შევისწავლოთ და უნდა დავაკვირდეთ, რამდენად გაითვალისწინებენ ჩვენს რჩევებს.
- გარდა მსგავსი ფაქტისა, ზოგადად, რა შემთხვევაში შეიძლება წაართვან მშობელს შვილი?
- როდესაც არის ბავშვზე ძალადობის შემთვევები, ეს ფაქტიც არის ძალადობის ერთგვარი გამოვლინება, მაგრამ როდესაც მშობლები არ ითვალისწინებენ სოციალური მუშაკის რჩევებს და სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი რისკია და იმ მომენტისთვის ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ასეთ დროს ჩვენ გამოგვყავს ბავშვი, მაგრამ აქ ასე არ არის საქმე, მშობლები გვიმტკიცებენ, რომ არ აქვს ასეთ ქცევას სისტემატიური ხასიათი და ეს მოხდა ერთჯერადად.
- საბოლოო გადაწყვეტილებას მშოლისთვის შვილის ჩამოცილების საკითზე ვინ იღებს და სად მიჰყვათ ბავშვი?
- თუ გადაუდებელი შემთვევაა, იმ წუთას გადაწყვეტილებას იღებს სოციალური მუშაკი, შემდეგ ამ საკითხს განიხილავს რეგიონალური
საბჭო. ბავშვის წაყვანა კი ხდება სოციალურად გადამზადებულ მიმღებ ოჯახში, რომლებსაც ხელშეკრულება აქვთ დადებული სახელმწიფოსთან.
"სტუმრებიდან ერთ-ერთმა, სიგარეტი "ერთჯერადად" გაასინჯა" - რას ამბობს სიგარეტით მოთამაშე ბავშვის დედა
- თუ ხდება გარკვეული პერიოდის შემეგ მშობლებისთვის შვილის დაბრუნება ?
- რა თქმა უნდა. ჩვენთვის პირველ რიგში პრიორიტეტულია ბავშვი იყოს თავის ბიოლოგიურ ოჯახში. ამიტომ, თუ არსებობს შესაძლებლობა ბავშვის ოჯახში იყოს, არავითარ შემთხვევაში არ გამოგვყავს, თუმცა ბავშვის წამოყვანის შემდეგ გრძელდება მის ბიოლგიურ ოჯახთან მუშაობა და პირობების გაუმჯობესების შემთხვევაში შვილის დაბრუნება.
- თუ მშობლიდან რომელიმე ერთია მოძალადე, ასეთ დროს როგორ წყდება ბავშვის წამოყვანის საკითხი?
- ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ბავშვის წამოყვანა გადაწყდა, პირველ რიგში მიმღებ ოჯახზე მეტად ყურადღება ექცევა ბავშვისთვის
ნაცნობ გრემოს. ვთქვათ, ბებიას, ბაბუას, იმ პირებს, რომლებიც შეძლებენ ბავშვის აღზრდაზე პასუხისმგებლობის აღებას. მინდობით
აღზრდის საკითხი წყდება მას შემდეგ, როცა არ არსებობს ნათესავის ოჯახი, რომელიც იზრუნებს მასზე. შესაბამისად, თუ ერთ-ერთი მშობელი ახერხებს და უზრუნველყოფს შვილის უსაფრთხოებას, რა თქმა უნდა ბავშვი რჩება იმ მშობელთან.
რუსკა კილასონია