თუ ერთ მშობელს შავი თვალები აქვს და მეორეს - მწვანე, მაშინ 50%-ია იმის ალბათობა, რომ ბავშვს შავი თვალები ექნება როდესაც ოჯახში ბავშვი ჩნდება, ნათესავები იწყებენ გარჩევას, ვისი ნაკვთები აქვს - დედის, მამის თუ ბებია-ბაბუის?
მოდით, გავარკვიოთ, რა ფერის თვალები ექნება ბავშვს მშობლების თვალების ფერიდან გამომდინარე. ამის განსაზღვრა რთული იქნება, რადგან თვალის ფერზე მოქმედებს არა მხოლოდ მშობლების, არამედ ბებია-ბაბუების თვალის ფერიც.
მაგალითად, არსებობს ასეთი გავრცელებული შეხედულება, რომ მუქი თვალის ფერის მქონე მშობლებს აუცილებლად მუქი თვალის ფერიანი შვილი ეყოლებათ. ასე არ არის. სავსებით შესაძლებელია, რომ მათ შვილს ცისფერი თვალის ფერი ჰქონდეს. არსებობს რამდენიმე კანონზომიერება, რომელიც ნამდვილად მუშაობს.
1. თუ დედ-მამას ცისფერი თვალები აქვთ, 99% არსებობს შანსი იმისა, რომ ბავშვსაც ცისფერი ან ღია ნაცრისფერი თვალის ფერი ჰქონდეს. მხოლოდ 1%-ია იმის ალბათობა, რომ პატარას მწვანე თვალის ფერი ჰქონდეს.
2. თუ ერთ მშობელს ცისფერი, ხოლო მეორეს მწვანე თვალები აქვთ, ბავშვს თანაბარი შანსი აქვს ორივე თვალის ფერზე.
3. თუ ორივე მშობელს მწვანე თვალები აქვს, მაშინ 75%-ში ბავშვს მწვანე თვალები ექნება, 24%-ში - ცისფერი და 1%-ში შავი ფერის.
4. შავი და ცისფერი თვალის ფერს ერთნაირი შანსი აქვთ როგორც ერთ, ასევე მეორე ფერის არსებობაზე.
5. თუ ერთ მშობელს შავი თვალები აქვს და მეორეს - მწვანე, მაშინ 50%-ია იმის ალბათობა, რომ ბავშვს შავი თვალები ექნება, 37,5% - მწვანე და 12,5% - ცისფერი.
6. თუ მშობლებს შავი ფერის თვალები აქვთ,75%-ში ბავშვსაც შავი თვალის ფერი ექნება, 19% - მწვანე ფერის, და მხოლოდ 6%-ში - ცისფერი თვალის ფერი.
ახლა ყველაზე საინტერესო... ყველასათვის ნაცნობია სიტყვები: "მთლად მამას დაემსგავსე!" გენეტიკა არ მოგვცემს ტყუილის თქმის საშუალებას! მაშ ასე...
1. ჭკუა არ გადაეცემა მამიდან ბიჭს. იგი მხოლოდ დედისგან მიიღებს მას.
2. დაბალი ინტელექტიც არ გადაეცემა მამიდან ბიჭს.
3. გოგოს მამისგან გენეტიკურად გადაეცემა გონებრივი შესაძლებლობები.
4. ბიჭს გენეტიკურად გადაეცემა დედისგან ინტელექტი, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო მან თავისი მამისგან.
5. თუ მამა გენიოსია, მისი გოგო სანახევროდ იქნება ისეთივე ჭკვიანი, როგორც მამამისი. ბიჭი კი იქნება ისეთივე გენიოსი, როგორც მამამისი.
6. ქალები ხშირად მაღალი ინტელექტით გამოირჩევიან, მაგრამ იშვიათად იბადებიან გენიოსებად.
რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ თეორიებია. კვლევები კიდევ გრძელდება.
კიდევ ერთი საინტერესო კვლევა ჩაატარა გლაზგოს სამედიცინო კვლევების ცენტრმა. ისინი ამტკიცებენ, რომ ახალგაზრდებში IQ-ს დონე მხოლოდ 15 პუნქტით განსხვავდება დედის IQ-სგან.
"ეს საინტერესო ფენომენია - ნათქვამის შოტლანდიელი მკვლევარების ანგარიშში. - ჩვენ მივეჩვიეთ იმას, რომ დედისა და მამის გენები თანაბრად მონაწილეობს ახალი სიცოცხლის ჩამოყალიბებაში. მაგრამ აღმოჩნდა, რომ არის მხარეები, სადაც დომინირებს დედის გენი. ზუსტად ისევე, როგორც არის მხარეები, სადაც მთავარ პარტიას მამის გენები ასრულებენ".
მამაკაცები არ უბდა გაბრაზდნენ ამ საკითხზე. მათი როლი ხომ ძალიან დიდია - განსაკუთრებით ემოციურ სფეროში. მოგვიწევს თვალის ფერთან შეგუება, ხოლო გონებრივი შესაძლებლობების გაუმჯობესება ყოველთვის შეიძლება.