ახალშობილი სასიკვდილოდ გაიმეტეს და ნაგვის ურნაში ჩააგდეს... ნახეთ, რა გააკეთა ღარიბმა მეეზოვემ!
ახალშობილი სასიკვდილოდ გაიმეტეს და ნაგვის ურნაში ჩააგდეს... ნახეთ, რა გააკეთა ღარიბმა მეეზოვემ!
ჩინელი ლიუ სიაოინი 88 წლისაა. მთელი ცხოვრება ნაგვის მომგროვებლად მუშაობდა.

მხოლოდ ახლა გაიგო მთელმა მსოფლიომ, რომ ის ნამდვილი გმირია. თავისი ცხოვრების მანძილზე მან გადაარჩინა და გაზარდა 30 ბავშვი, რომლებიც სანაგვეებთან მიატოვეს.

პირველად ეს 1972 წელს მოხდა. მაშინ მან ნაგვის ურნაში იპოვა გოგონა, რომელიც ბედის ანაბარა მიატოვეს.

mshoblebi
mshoblebi
მართალია ლიუს ძლივს ყოფნიდა თავისი ხელფასი. თუმცა, მან და თავისმა ქმარმა ვერ მიატოვეს და სახლში გასაზრდელად წამოიყვანეს.
mshoblebi
სიხარულს, რომელსაც განიცდიდა ქალი ბავშვების აღზრდით, სიტყვებით ვერ გამოხატავს. სამწუხაროდ, მიტოვებული ბავშვები ჩინეთში არ არის იშვიათობა. ამიტომ,
ყოველ ჯერზე, როდესაც ლიუ ნახულობდა ქუჩაში ბავშვს, დაუფიქრებლად მიჰყავდა სახლში.
mshoblebi
30 ბავშვი გადაარჩინა. რამდენიმე თვითონ გაზარდეს, დანარჩენისთვის მოძებნეს ოჯახები ნაცნობ-მეგობრებს შორის. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა, რომელსაც თავად გვიამბობს, შოკისმომგვრელია...
mshoblebi
ლიუმ იპოვა გოგონა, რომელსაც თავი იასამნისფერი, ხოლო ტანი დასისხლიანებული ჰქონდა. როდესაც ქალი მიუახლოვდა, მიხვდა, რომ ბავშვი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. მას სასწრაფოდ დახმარება ესაჭიროებოდა.

აღმოჩნდა, რომ ვიღაცას გოგონას არა მხოლოდ თავიდან მოშორება უნდოდა, არამედ ყელიც კი გამოჭრა მას. როგორც მოგვიანებით ექიმებმა თქვეს, ჭრილობა რომ ცოტათი ღრმა ყოფილიყო, ან მისი დახმარება დაგვიანებულიყო, გოგონა ვერ გადარჩებოდა.
mshoblebi
ახლა ლიუ საავადმყოფოში წევს თირკმლის უკმარისობით. ახლაც კი ვერ ფიქრობს თავის
ჯანმრთელობაზე. მას ადარდებს ერთ-ერთი ბიჭუნა, რომელსაც ზრდის. ბიჭი უკვე 7 წლისაა და სკოლაში წასვლა უწევს.

სამწუხაროდ, ამ ქალის გმირობის შესახებ მსოფლიომ ახლახანს შეიტყო. თუმცა, მას სახელის მოსახვეჭად არაფერი გაუკეთებია. ლიუ აკეთებდა იმას, რასაც გული კარნახობდა. ის ნამდვილად იმსახურებს დიდ პატივისცემასა და სიყვარულს.
1986
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?