რამდენი სიფრთხილე მართებს მშობელს... მართლაც, რამდენი სიფრთხილე მართებს მშობელს. უამრავი შემთხვევაა, როცა ბავშვები ფანჯრიდან ან აივნიდან ვარდებიან და სულ პატარა უყურადღებობა, ერთი პატარა თვალთახედვიდან გამოპარული დეტალი შეიძლება სამუდამო ტრაგედიად იქცეს.
ეს ვიდეო დასტურია იმისა, რომ ბავშვებს სულ რაღაც წამებში შეუძლიათ ჩაიდინონ ის, რაც ჩვენ თავშიც არ მოგვივა. ამიტომ მშობელმა სიფრთხილის ყველა ზომა უნდა დაიცვას და ბავშვიც ყურადღების მიღმა არ უნდა დატოვოს...
საბედნიეროდ, ეს შემთხვევა უმსხვერპლოდ დასრულდა, დედასაც და შვილსაც გაუმართლათ, თუმცა ბევრი ასეთი შემთხვევა მთავრდება ტრაგიკულად.