სიახლეებიკალეიდოსკოპი
როგორი წიგნები უნდა შევურჩიოთ ბავშვს სასკოლო მზაობისთვის?
როგორი წიგნები უნდა შევურჩიოთ ბავშვს სასკოლო მზაობისთვის?
ზამთრის არდადეგებზე მშობლები განსაკუთრებით ცდილობენ დრო გამონახონ პატარებისთვის და მათ წიგნების მიმართ ინტერესი გაუღვივონ, მეტი კლასგარეშე საკითხავი წაუკითხონ და ნაყოფიერად გაატარებინონ თავისუფალი დრო. მითუმეტეს, თუ ბავშვი სკოლისთვის ემზადება, სულაც არ არის ადვილი მისი მეცადინეობა, ამისათვის კი აუცილებელია სწორად შეარჩიოს მშობელმა სამეცადინო სახელმძღვანელო, რათა სწავლა მოსაწყენი და მოსაბეზრებელი არ გახდეს. ამისათვის კი საჭიროა შვილი სკოლისითვის თამაშ-თამაშით, ხალისით მოვამზადოთ.
mshoblebi
ამ მხრივ პალიტრა L-ის მიერ ერთ სერიაში "მოემზადე სკოლისთვის" გამოცემული სახელმძღვანელოები, სკოლამდელი აღზრდის ექსპერტის მიერ არის რეკომენდებული და თამამად შეუძლია მშობელს არჩევანი ბავშვის
გუნება-განწყობის სასიკეთოდ მარტივად გააკეთოს.

აღნიშნულ სერიაში ორი "ცოდნის ყუთი"და "ჩემი პირველი სასწავლო ჩანთაა" წარმოდგენილი. 5 წლის ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ "ცოდნის ყუთში" პატარები აქტივობის ორი წიგნს, პოსტერებს, წამახლისებელ სტიკერებს და 26 ბარათს აღმოაჩენენ, რომელთა დახმარებითაც მეცადინეობა მათთვის უფრო ხალისიანი გახდება. ასევე შეისწავლიან ციფრებს, ხაზების გავლებას - გაივარჯიშებენ ხელს. საშლელიანი და ფერადი ფანქრებით კიდევ უფრო განივითარებენ ფანტაზიას, ხოლო რაც შეეხება სასწავლო ჩანთას, მასში მოთავსებულია 3 წელს ზემოთ ასაკის ბავშვებისთვის 4 წიგნი: ფორმები, სტიკერებიანი წიგნი, ინგლისური ანბანი და ფერები. ეს სახელმძღვანელოები გათვლილია იმისთვის, რომ პატარამ ადრეული ასაკიდან, ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყოს სწავლა და უფრო მეტად მომზადებული შეხვდეს სასკოლო
სასწავლო პროგრამას.
mshoblebi
სახელმძღვანელოების შეძენა, ხელსაყრელ ფასად ბიბლუსის ფილიალებში უკვე შესაძლებელია. გარდა იმისა, რომ წიგნები არაჩვეულებრივი შენაძენია საკუთარი შვილებისთვის, ასევე გამორჩეული და სასიამოვნო საჩუქარი შეიძლება იყოს ნებისმიერი ახლობელი ბავშვისთვის. წიგნებში გადმოცემული ილუსტრირებული და ფერადი სამყარო ხომ ყველაზე მეტად ეხმარება პატარებს შემეცნების პროცესში.
ბეჭდვა