ბექა გამოჩნდა პროექტში "ჩემი გოგო", რომელიც სელექციური აბორტის წინააღმდეგ არის მიმართული:
"ბექა სამი გოგოს მამაა. ნინას სკოლაში წასაყვანად ავტობუსი აკითხავს, 2 წლის ალექსანდრა მამიკოს მიჰყავს ბაღში და მასვე გამოჰყავს. სულ პაწაწუნა ანასტასია ყველაზე მეტ დროს დედასთან ატარებს. ბექა მას დედიკოს გოგოს ეძახის.
ნინას მოსწონს, როცა მამიკო აწვალებს და ეთამაშება, ალექსანდრა ზღაპრების მოსმენას არჩევს
ბექა ხოფერიას მესამე გოგო შეეძინა
ახალგაზრდა მამა და მისი გოგოშკები გასართობ ცენტრებში ერთად დადიან, ანიმაციურ ფილმებსაც ერთად უყურებენ.
ბექაში საოცარ შეგრძნებებს იწვევს, როცა ერთს გულში იკრავს, დანარჩენი ორი მიდის, თავს ადებს და ეფერება. მის საგვარეულოში სამასი წელია გოგო არ დაბადებულა. ბედნიერია, რომ სამი გოგოს მამაა და არ ესმის მათი, ვინც შვილს სქესით არჩევს.

ბექა ხოფერია, 27 წლის
ფოტოგრაფი - ირაკლი ტაბატაძე
პროექტი "ჩემი გოგო" მიმართულია სელექციური აბორტის წინააღმდეგ. მხარდამჭერები: თბილისის მერია, "სორსფაბრიკი", "შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო", ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო".
თიკა ჯამბურიას ყოფილი მეუღლე