მან 5 კილომეტრი გაიარა ყინვაში ჩინეთის პროვინციაში ბიჭი სახელად ვან ფუმანი სკოლაში გაყინული წარბებითა და თმით მივიდა. მისი ფოტო სწრაფად გავრცელდა ინტერნეტით და დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ეს იყო 8 იანვარს, როცა ჰაერის ტემპერატურა დაეცა -9 გრადუსამდე.
ყოველდღე ბიჭს 4,5 კმ.-ის გავლა უწევს სკოლამდე. ამ გზის გავლას 1 საათი სჭირდება. ინტერნეტმომხმარებლებმა შეამჩნიეს, რომ ბიჭს თხელი ქურთუკი ეცვა, შენობაში ზამთარშიც კი არ არის გათბობა.
დაფიფქულ ბიჭს ფიფქია შეარქვეს. იმავე დღეს მან ტესტებში 100-დან 99 ქულა მიიღო.
ბავშვის მონდომებამ ჩინელები შეძრა, რის გამოც ადგილობრივმა ადმინისტრაციამ დაიწყო ზამთრის ტანსაცმლის შეგროვება ღარიბი ოჯახის ბავშვებისთვის.
ასე გამოიყურება სკოლა ყინვიან დღეებში. შენობაში არ არის გათბობა. სკოლის ჭიშკარიც ყინულებითაა დაფარული.
მამამ დატოვა ბიჭი სოფელში უფროს დასთან და ბებიასთან, თვითონ კი სამუშაოდ ქალაქში გაეშურა. ბავშვების დედა სახლიდან წავიდა. ბიჭის მამამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ თვეში 460$-ს გამოიმუშავებს და სახლში წელიწადში 2-3-ჯერ ჩადის. ბიჭი თავისუფალ დროს ეხმარება დას და ბებიას საოჯახო საქმეებში. მისი საახალწლო სურვილია - ბებიისთვის გამოიმუშაოს თანხა წამლის საყიდლად. მომავალში სურს გამოვიდეს პოლიციელი.
ბავშვების უმრავლესობა დაბალი შემოსავლის გამო ვერ იღებს სათანადო განათლებას. ჩინელი ბავშვების მესამედი, რომლებიც სოფლებში ცხოვრობენ, მშობლების გარეშე იზრდებიან, რადგან მშობლები ქალაქში მიდიან სამუშაოდ. ბავშვებს მოხუც მშობლებს უტოვებენ ან საერთოდ უმეთვალყურეოდ ტოვებენ.
მოამზადა სალომე გორგოშიძემ