"ქალის არსი მაინც შვილებშია და მხოლოდ შემდეგ - კარიერაში..." - ცნობილი ჟურნალისტის აღიარება ტელეწამყვან თინა კანდელაკის ქალიშვილი მელანია 18 წლის გახდა. ცნობილმა დედამ ემოციური ტექსტით საჯაროდ მიულოცა მას დაბადების დღე:
"ჩემი გოგონა 18 წლის გახდა. ვერც კი შევნიშნე, როგორ მოხდა ეს. სამშობიარო სახლი, ნარკოზიდან გამოსვლა, პირველი ნაბიჯები, ბაღი, სკოლა და უკვე მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი...
ჩვენ ბვერს ვსაუბრობთ შობადობის კონტროლზე, გაცნობიერებულ დედობაზე, მოწიფულ არჩევანზე, მაგრამ ყველა მცდელობა, ვიცხოვროთ საკუთარი თავისთვის, ფუჭია. ქალის არსი მაინც შვილებშია, და მხოლოდ შემდეგ - კარიერაში, თვითსრულყოფაში, სოციალურ როლსა და საზოგადოებრივ ძალაუფლებაში...
ასე რომ, ჩემი მთავარი გამარჯვება და ცხოვრებისეული აზრი ხართ შენ და ლეო".
თინამ ისიც აღიარა, როგორ შეურჩია ასეთი უჩვეულო სახელი ქალიშვილს. თურმე, თინამ მაშინ ცნობილი მოდელის, ახლა კი აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის პატივსაცემად დაარქვა ქალიშვილს მელანია.
"არასდროს დამავიწყდება, როგორ ვუყურებდი სილამაზის კონკურსს, რომელიც მელანია ტრამპს მიჰყავდა და გადავწყვიტე, რომ ეს ყველაზე ლამაზი სახელი იქნებოდა ჩემი ქალიშვილისთვის. მელანია, იყავი ძლიერი და გაიღიმე, დედა სულ შენ გვერდითაა!"
"არ მინდოდა შვილების გაჩენა... დღეს კი აღარც პრემიერები მაინტერესებს, აღარც წითელი ხალიჩები"