"მშობლებო, ნუ შეიწუხებთ თავს იმაზე ფიქრით, თუ რატომ დაემართა დატილიანება მაინცდამაინც თქვენს სუფთა შვილს"
"მშობლებო, ნუ შეიწუხებთ თავს იმაზე ფიქრით, თუ რატომ დაემართა დატილიანება მაინცდამაინც თქვენს სუფთა შვილს"
ცნობილმა ქართველმა პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა საკუთარ ფეისბუქგვერდზე სახალისო პოსტი მიუძღვნა  ტილების არსებობას და ამ ფორმით  მშობლებიც დაამშვიდა. 

აი, რას წერს ექიმი:

"ჩემო ძვირფასო მშობლებო, ნუ შეიწუხებთ თავს იმაზე ფიქრით, თუ რატომ დაემართა დატილიანება მაინცდამაინც თქვენს, სუფთა და ხუჩხუჩა, ჰიპერაპეკით და ჰიგიენაზე განსაკუთრებულად აქცენტირებულ შვილს... ყველაფერი შეიცვალა, მოდა, მიმდევრობები, ცხოვრების სტილი, ზოგადად აზროვნება, ტილებმაც მოახდინეს თავისი გემოვნების მოდერნიზაცია და შეუყვარდათ ფრანგული სურნელი, განსაკუთრებული რუდუნებით შერჩეული სურნელოვანი და ძვირად ღირებული შამპუნით დაბანილი ბავშვების სრიალა თმა და გადაწყვიტეს საცხოვრებელი პირობების შეცვლა - ეს
არის პასუხი თქვენს კითხვაზე, ტილებსაც უნდათ კარგი ცხოვრება, ბოლოს და ბოლოს. მიყვარხართ მე თქვენ და თქვენი შვილები, არ იდარდოთ, ყველაფრიდან არსებობს გამოსავალი ".

როგორ მოვაშოროთ ბავშვს ტილები - თანამედროვე და ხალხური საშუალებები
18931
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
ჰა
0
მახსოვს ადრე ტილების გამო გადახოტრილი ბავშვები.. კიდევ კარგი ეხლა არაა ასე.. მაგრამ დატილიანებაც ხშირია წილები თმაზეა მიკრული მას სამკურნალო შამპუნი ვერ კლავს და ასე ორ კვირაში იჩეკება ..თუ ტილი გინდა მოაშორო ბავშვს უნდა სათითაოდ გაავალო წილები
22:02 / 05-10-2018
0
პრობლემა ისაა რომ ყველა დედა არ აცლის ტილს და მერე სხვებსაც გადაედებათ
20:17 / 19-06-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```