გოგონამ სოციალურ ქსელში აგრესიას ვერ გაუძლო და თავი მოიკლა - კიდევ ერთი სახიფათო შემთხვევა
გოგონამ სოციალურ ქსელში აგრესიას ვერ გაუძლო და თავი მოიკლა - კიდევ ერთი სახიფათო შემთხვევა
სოციალური ქსელების განვითარებასთან ერთად, მომხმარებლების ერთი ნაწილი თავისი აგრესიით და შეურაცხყოფით მეორე ნაწილის პროვოცირებას იწვევს. ე.წ. ტროლინგით უმეტეს შემთხვევაში მასიდან მეტ-ნაკლებად გამორჩეულები ზარალდებიან. ინტერნეტსივრცეში მონიტორს ამოფარებულ ანონიმურ ტროლებს არაფერი ემუქრებათ, მათი თავდასხმის ობიექტი კი ჩვეულებრივი მსხვერპლი - თავდაცვის არმქონე სამიზნეს წარმოადგენს.

თუ ზრდასრული ადამიანისათვის შედარებით იოლია მისი მისამართით წამოსული ნეგატივისგან თავდაცვა, ეს ბავშვების და მოზარდებისათვის საკმაოდ რთულია. 14 წლის ემი ევერტი (ფსევდონიმით დოლი) ავსტრალიური კომპანია AKUBRA-ს სახე იყო.
mshoblebi
ის 6
წლის ასაკში კოვბოური ქუდების რეკლამირებას ახდენდა. ფირმის თანამშრომლების გადმოცემით, მზრუნველი და სუფთა სულის მქონე კეთილი ბავშვი იყო. გოგონას უყვარდა ცხოველები და ყურადღებას არ აკლებდა მათ. სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობამ ემი ცნობადი სახე გახადა ინტერნეტსივრცეში, მაგრამ თაყვანისმცემლებთან ერთად შურიანი და სიძულვილით სავსე ადამიანების რიცხვმაც იმატა. გოგონა ხშირად ხდებოდა მათი თავდასხმის ობიექტი. მოზარდმა ვეღარ აიტანა მუდმივი დამცირება და 2018 წლის 3 იანვარს თავი მოიკლა.

mshoblebi
მან პატარა ნახატი დატოვა წარწერით: "ნუ იქნები ჩუმად, თუნდაც ხმა გიკანკალებდეს".
რამდენიმედღიანი სიჩუმის შემდეგ გოგონას მშობლებმა ჰეიტერებს მიმართეს.

"ზოგიერთი სუიციდს ლაჩრობად თვლის, მაგრამ ჩვენი გოგონას გამწარებლებს იმის ნახევარი ვაჟკაცობაც არ გააჩნიათ, რაც ემის ჰქონდა. მას უნდოდა ბოროტებას გაქცეოდა და ეს ისე გააკეთა,
როგორც საჭიროდ ჩათვალა. თუ ამას კითხულობთ, ვინც ჩვენი გოგონა დაამცირა, მობრძანდით დაკრძალვაზე და თავად ნახეთ, თუ რა ჩაიდინეთ".
mshoblebi
ემის ოჯახმა უკვე დაიწყო ინტერნეტში მიმდინარე შეურაცხმყოფელი გამოხმაურებების წინააღმდეგ კამპანია. თქვენ რას ფიქრობთ? რა ზომების მიღება შეიძლება, რათა მსგავსი ტრაგედიები არ განმეორდეს?

მოამზადა სალომე გორგოშიძემ
6683
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
!!!!!!!!!!!!!!!!!!!
0
ადამიანს თვითმკვლელობამდე რომ მიიყვან, ეს ჩვეულებრივი მკვლელობაა და მკვლელობის მუხლით უნდა გასამართლედეს ასეთი ხალხი.
14:46 / 19-02-2019
მარიამი
0
შური ეშმაკისეული თვისებაა,როგორც ფსალმუნებში წერია:"შეურაცხ არს მის წინაშე უკეთური",მართლაც ბოროტების ყოველგვარი გამოვლინება:შური,ცილისწამება,სიძულვილი და სხვა ნამდვილად არანორმალურობაა,ავადმყოფობაა.ამ დროს ღმერთს უნდა მიენდო და სთხოვო დახმარება,რადგან ეშმაკის დამმარცხებელი ღმერთია.
01:20 / 04-07-2018
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?