ქართველი ექიმები საჯარო კომენტარებისგან თავს იკავებენ...
ბავშვთა ჯანსაღი კვება ყველა მშობლის "ტკივილია". მავნე საკვებსაც ერთნაირი შემართებით ვებრძვით. ალბათ ამიტომაც მოიპოვა ინტერნეტმომხმარებლებს შორის ასეთი პოპულარობა ვიდეომ, რომელსაც რუსეთში მოღვაწე ფიტოთერაპევტი გელა მალუძე ავრცელებს.იგი თავის ფეისბუქ გვერდზე პერიოდულად აქვეყნებს ვიდეოებს, სადაც ტრადიციული მედიცინისგან განსხვავებულ რჩევებს აძლევს მომხმარებლებს.
მისი მეთოდები, შესაძლოა, კამათის საგანიც გახდეს, მაგრამ ჯანსაღ კვებაზე მისი შეხედულებები, ალბათ, ბევრი მშობლისთვის იქნება საინტერესო.
ვიდეოს სახელწოდებით "როგორი საჭმელებით გავანადგუროთ და ამოვწყვიტოთ ჩვენი შვილები!" განსაკუთრებული გამოხმაურებები მოჰყვა. თუმცა ქართველი ექიმები, ვისაც მივმართეთ, საჯარო კომენტარებისგან თავს იკავებენ...