"თქვენ ათი ბიჭი არ გეღირსებათ ერთად ჯამში ისეთი დამოუკიდებელი, ძლიერი და სუპერ განათლებული, როგორიც ეს გოგო იქნება!" როგორც ცნობილია, ბლოგერმა და ჟურნალისტმა გურამ შეროზიამ ცოტა ხნის წინ მოიყვანა ცოლი და მალე ისიც გაირკვა, რომ მისი მეუღლე ორსულადაა. მორიგი პოსტი გურამმა მომავალი ბავშვის სქესის გაგებას და ამაზე საზოგადოების გამოხმაურებას მიუძღვნა:
მოკლედ, სქესის გაგების წინააღმდეგი ვარ, თუმცა, მორიგ ექოსკოპიაზე, როცა ვახსენე, როგორ ვგიჟდები გოგო ბავშვებზე - მომახარეს, რომ გოგოა, გოგოო!!!
ჰოდა, გაიგო ხალხმაც და დაიწყო სამძიმრები:
- არა უშავს, შემდეგი იქნება ბიჭი...
- ბიჭიც აუცილებელია, გვარის გამგრძელებელი (ტოჟე მნე გვარი).
- გოგო ჩაბარდება ქმარს, ბიჭია ოჯახის მარჩენალი (აი, დღესვე მოვკვდე, თუ სიბერეში შვილების ხელებში მომიწევს ყურება და ჩემით თავის რჩენის და მოგზაურობის ტ...ი აღარ მექნება).
- ნუ იღელვებ, ნამდვილ მამაკაცებს პირველი გოგო ჰყავთ! (ნუგეში).
ჩემო ჩამობნელებულო საზოგადოებავ!
- არც პატრონს ჩაბარდება არავინ.
- არც "გათხოვებისთვის" და ქმრის მორჩილებისთვის გავზრდი ვინმეს.
- თქვენ ათი ბიჭი არ გეღირსებათ ერთად ჯამში ისეთი დამოუკიდებელი, ძლიერი და სუპერ განათლებული, როგორიც ეს გოგო იქნება!
და კიდევ: ჩათვალეთ - ქალთა უფლებებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, თანასწორობისთვის და კიდევ უფრო მეტისთვის ბრძოლა - აი, ახლა დაიწყო!"
თეკლა ჟვანია