"მინდა, ადამიანები მიხვდნენ, რომ არ ღირს ყოველ წვრილმანზე ნერვიულობა... აკლებად იწუწუნეთ და მეტად დაეხმარეთ ერთმანეთს. ყოველდღე უთხარით ახლობლებს, რომ ძალიან გიყვართ" 4 იანვარს 26 წლის ავსტრალიელი ჰოლი ბატჩერის ფეისბუქგვერდზე გამოჩნდა შეტყობინება, რომელიც ათასობით ადამიანმა წაიკითხა.
"ძალიან უცნაურია საკუთარი გარდაუვალი სიკვდილის გაცნობიერება და მიღება, 26 წლის ასაკში, - დაწერა ჰოლიმ. - ეს ერთ-ერთია იმ გარემოებათაგან, რომლებსაც როგორც წესი, იგნორირებას უკეთებენ. დღეები გარბის და ფიქრობ, რომ ყოველთვის ასე იქნება, სანამ რაღაც მოულოდნელი არ მოხდება. ხშირად წარმოვიდგენდი, როგორი ვიქნებოდი ნაოჭებიანი მოხუცი, ლამაზი ოჯახით გარშემორტყმული... სიყვარულში ცხოვრება მქონდა დაგეგმილი..."
ჰოლის არ ეწერა დაბერება. ექიმებმა იუნგის სარკომა დაუდგინეს - ძვლის ტვინის სიმსივნის იშვიათი ფორმა. გოგონამ იცოდა, რომ კვდებოდა და გადაწყვიტა, გზავნილი დაეწარა ყველასთვის, ვინც ცოცხალია. აი მისი ძირითადი შეგონებები:
"მინდა, ადამიანები მიხვდნენ, რომ არ ღირს ყოველ წვრილმანზე ნერვიულობა. ბოლოს ხომ ყველას ერთი ბედი აქვს. ეცადეთ მოცემული დრო ღირსეულად გაატაროთ, - დაწერა ჰოლიმ. - არ ინერვიულოთ ყველაფერზე, დააფასეთ თითოეული წამი - ეს არის ის, რაც ასწავლა ავადმყოფობამ".
დედა, რომელმაც კინაღამ დაკარგა შვილი, ბავშვებში თავის ტვინის სიმსივნეზე აფრთხილებს ყველას
"ვხედავ როგორ დნება ჩემი სხეული თვალსა და ხელს შუა. მე კი ვერაფერს ვაკეთებ ამის შესაჩერებლად. ახლა რისი გაკეთებაც მინდა, ეს არის ჩემი დაბადების დღის, ან ახალი წლის გატარება ჩემს ოჯახთან ერთად“.
"იფიქრეთ, თუ როგორ გაგიმართლათ, თუნდაც ჩემთან შედარებით..."
"ნაკლებად იწუწუნეთ და მეტად დაეხმარეთ ერთმანეთს. ყოველდღე უთხარით ახლობლებს, რომ ძალიან გიყვართ. უყიდეთ საჩუქარი მეგობარს, იმის მაგივრად, რომ თავად შეიძინოთ კაბა".
ჰოლი დარწმუნებულია, რომ ადამიანებს ხშირად ავიწყდებათ ასეთი წვრილმანები.
"გააკეთეთ რაიმე სხვებისთვის".
ეს მიმართვა ყველაზე მოკლე იყო: ჰოლიმ გამოაქვეყნა სისხლის დონორობის ცენტრის ტელეფონის ნომერი.
გოგონას მიმართვამ რამდენიმე დღეში 60 000 „მოწონება“ დააგროვა. ახლობლებმა ჰოლის გარდაცვალების შემდეგ გამოაქვეყნეს ეს მიმართვა. ჰოლი 4 იანვარს გარდაიცვალა. მან მოასწრო დაეტოვებინა მსოფლიოსთვის თავისი გზავნილი.